ამ ბოლო დროს ესპანურ მედია სივრცეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ “ბარსას” ბრაზილიელი “მცველი”, დანი ალვესი და “ბარსას” ხელმძღვანელობა კონტრაქტის პირობებზე ვერ თანხმდებიან…
ბრაზილიელს კატალონიურ კლუბთან კონტრაქტი 2012 წლის ივნისში ეწურება, რაც შეუმჩნეველი არ დარჩენია ისეთ გრანდს, როგორიცაა ლონდონის “ჩელსი”. ისინი 27 წლის ფეხბურთელის შესაძენად მზად არიან და მოვლენების განვითარებას ელოდებიან.
დანის აგენტს, ხოაკინ მაკანასს სურს, რომ “ბარსას” ხელმძღვანელობამ ბრაზილიელს კონტრაქტში ყველაფერი საუკეთესო შესთავაზოს. “დანი მსოფლიოში ერთ–ერთი საუკეთესო მცველია. სწორედ ამის გამო სხვადასხვა დიდი გუნდები მის გადაბირებას ცდილობენ,” განაცხადა აგენტმა ესპანურ მედიასთან საუბარში.
“ჩვენ უბრალოდ გვსურს, რომ დანის ის ყველაფერი დაუფასდეს, რაც გუნდისთვის აქვს გაკეთებული,” დაასრულა მაკანასმა.
შეგახსენებთ, რომ ალვეში “ბარსაში” “სევილიადან” 32 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. “ბარსა” ცდილობს, რომ მას კონტრაქტი 2015 წლამდე გაუხანგრძლივოს, მაგრამ თუ ბრაზილიელი და ხელმძღვანელობა ხელშეკრულების პირობებზე ვერ შეთანხმდებიან მისთვის ლონდონური “ჩელსი” იბრძოლებს.



