“სეუტასთან” მატჩს თუ არ ჩავთვლით, ბოლო 3 თამაშია, რაც გვარდიოლა გუნდის სათამაშო ტაქტიკის შეცვლას ცდილობს, მაგრამ “ბარსა” არ კარგავს იმ სათამაშო სტილს, რომლითაც მრავალი ადამიანის მოხიბვლა შეძლო.
ისევე, როგორც ახლა, სეზონის დასაწყისში რთული იყო ზუსტად დაგედგინა “ბარსას” ფეხბურთელების სათამაშო პოზიციები, მაგრამ უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გუნდი თავის ჩვეულ, 4–3–3 ტაქტიკას არ ღალატობდა – ბოლო სამ მატჩამდე…
“სარაგოსასთან” მატჩის წინ, გუნდის დამრიგებელმა, პეპ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ დანი ალვესი ნახევარდაცვაში დაეყენებინა და გუნდი 3 მცველით ეთამაშებინა. ბუსკეტსს, კეიტასა და ალვეშს მესის უკან უნდა ეთამაშათ, რომელმაც ჩავის არ ყოფნაში გამთამაშებლის ფუნქციები შეითავსა. მესის ფლანგებიდან ინიესტა და პედრო უნდა დახმარებოდნენ, ხოლო მის წინ, ანუ ცენტრ–ფორვარდის პოზიციაზე დავიდ ვილია უნდა მდგარიყო. ამ სისტემის დანერგვა ოპონენტების განსაკუთრებულმა დაცვითმა ტაქტიკამ გამოიწვია, რომლებსაც თავდამსხმის ხაზი მივიწყებული აქვთ და მთელი ყურადღება საკუთარი კარის მშრალად შენახვაზე აქვთ გადატანნილი. ალბათ, სწორედ ასეთმა ტაქტიკამ გამოიწვია “ლა რომარედაზე” მეორე გოლი. შარშანდელ მატჩებს, თუ გადავხედავთ, შევამჩნევთ, რომ გვარდიოლას ასეთი ტაქტიკით თამაში ერთხელ უკვე მოუწია. ეს “ჩემპიონთა ლიგის” ნახევარფინალში, მილანის “ინტერის” წინააღმდეგ მოხდა.
45 წუთის შემდეგ “ბარსა” “ვალენსიასთან” ანგარიშით, 1–0–ს აგებდა. ამ დროის მანძილზე გუნდი 4–3–3 ტაქტიკით თამაშობდა, ხოლო ამის შემდეგ გვარდიოლამ გადაწყვიტა, რომ თავდასხმის ხაზიდან ერთი ფეხბურთელი უკან დაეწია და წინ ლეო მესი და დავიდ ვილია დაეტოვებინა. ამის შემდეგ გუნდს ბურთის კონტროლი აღარ გასჭირვებია. ვალენსიელებს კიდევ ერთ პრობლემას დაცვის ხაზი უქმნიდა, რომლის ერთი ფეხბურთელი ნახევარდაცვას ეხმარებოდა. ეს კი 3–5–2 ტაქტიკას ნიშნავს. ასეთი ტაქტიკა გვარდიოლამ “კოპენჰაგენთან” მატჩშიც გამოიყენა.
გასულ წელს, რამდენიმე მატჩში გვარდიოლამ ჩვეული 4–3–3–ის ნაცვლად გუნდი 4–2–3–1 ტაქტიკით ათამაშა. ერთ–ერთი 26 თებერვალს, “მალაგას” წინააღმდეგ მოხდა. მატჩი ანგარიშით 2–1 კატალონიელთა სასარგებლოდ დასრულდა. ამ მატჩში ლეო მესი ზლატან იბრაჰიმოვიჩის უკან იდგა. ასეთ ფორმაციას “ბოსი” სეზონის ბოლოს აქტიურად მიმართავდა. ამ დროის მანძილზე, მესიმ 9 ნომრის ფუნქციების შეთავსებაც მოასწრო. მას ფლანგებიდან მაქსველი და ალვეში ეხმარებოდნენ – მაგალითისთვის “ბერნაბეუ” ავიღოთ.