“სეუტა” 0:2 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

“სეუტა” 0:2 “ბარსელონა” – საინტერესო ფაქტები

ამ სიახლეში შემოგთავაზებთ იმ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს, რომელიც “სეუტასა” და “ბარსას” შეხვედრაში დაფიქსირდა. ერთ–ერთი საინტერესო ფაქტი გახლდათ ის, რომ “ბარსას” ახალგაზრდა 9–იანი, ბოიან კრკიჩი ოფიციალურ მატჩებში, მაყურებლის წინაშე კაპიტნის სამკლაურით პირველად წარსდგა.

– ბოიანის კაპიტნობა პირველი არ ყოფილა. მან “ბარსას” ასევე “ვალერენგასთან” ამხანაგური შეხვედრისას უკაპიტნა.

– ბოიანმა “სეუტას” კარში ყველაზე მეტჯერ, 6–ჯერ დაარტყა და აქედან 5 ბურთი კარისკენ წავიდა.

– სეუტაში, მაქსველმა “ბარსას” ფორმით ოფიციალურ მატჩებში პირველი გოლი გაიტანა. მან ასევე საგოლე პასის გადაცემაც მოახერხა. მეორე გოლი პედროს ანგარიშზეა.

– კანარის კუნძულელმა ამ სეზონში თავისი მეორე გოლი გაიტანა. პირველი “ჩემპიონთა ლიგაზე”, “პანათნაიკოსის” წინააღმდეგ იყო.

– მატჩი სწრაფი გამოდგა და სტუმრები 41–ე წუთამდე არ დაჯარიმებულან.

– მთელი მატჩის განმავლობაში “ბარსა” მხოლოდ 8–ჯერ დაჯარიმდა. შვიდი ჯარიმიდან 4–ჯერ მაშერანო, ხოლო 3–ჯერ ადრიანო.

– ფონტასმა და ბარტრამ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ითამაშეს, რაც ძალიან კარგად გამოუვიდათ. მათ ყველას დაანახეს, რომ მომავლისთვის პოზიციების შეცვლა არ გაუჭირდებათ.

– “ბარსა” უკვე მეშვიდე მატჩია, რაც “სამეფო თასის” პირველი რაუნდის გასვლით მატჩებში გუნდებს ამარცხებს. “ზამორა” (1–3), “ბადალონა” (1–2), “ალკოია” (0–3), “ბენიდორმი” (0–1), “კულტურალ ლეონესა” (0–2) და “სეუტა” (0–2) არის ის ბოლო 7 გუნდი, რომელიც “ბარსამ” “სამეფო თასზე” პირველი ტურის გასვლით შეხვედრაში დაამარცხა.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია