workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბაიერნმა” ბუნდესლიგის ჩემპიონობა გაინაღდა

“ბაიერნმა” ბუნდესლიგის ჩემპიონობა გაინაღდა

ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში “ბარსელონას” მომდევნო მეტოქემ, მიუნხენის “ბაიერნმა”, გერმანიის ჩემპიონატი გათამაშების დასრულებამდე 4 ტურით ადრე მოიგო.

“ბაიერნი” რომ ბუნდესლიგას მოიგებდა, ეს ყველასთვის ცნობილი იყო. გასულ შაბათს, მიუნხენელებმა “ჰერტა” 1:0 დაამარცხეს, ხოლო მე-2 ადგილზე მყოფმა “ვოლფსბურგმა” “გლადბახთან” წააგო. ეს ნიშნავს, რომ პეპ გვარდიოლას გუნდს ვეღარავინ დაეწევა და კატალონიელ სპეციალისტს, “ბარსელონასთან” მატჩების წინ, ფეხბურთელების დასვენების საშუალება ექნება. თუმცა, 1/2-ფინალის პირველ მატჩამდე, “ბაიერნს” ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრის ჩატარება მაინც უწევს. ხვალ, 28 აპრილს, გერმანიის თასის 1/2-ფინალში, “ბაიერნი” “დორტმუნდს” დაუპირისპირდება.

ბუნდესლიგის მოგების შემდეგ, “ბარსელონას” ლეგენდას, პეპ გვარდიოლას, უნიკალური შედეგი აქვს. უმაღლეს დონეზე მწვრთნელობის 6 წლის განმავლობაში მან ქვეყნის ჩემპიონატი 5-ჯერ მოიგო. კატალონიელმა 3-ჯერ ეს “ბარსელონასთან”, ხოლო 2-ჯერ “ბაიერნთან” ერთად მოახერხა. ამ 6 წლის განმავლობაში გვარდიოლას 19 ტიტული დაუგროვდა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში