– თქვენ გამოეცით თქვენი ბიოგრაფია, მაგრამ არ დაწერეთ.
– კარგი დასაწყისია (იცინის)! sport-მა შემომთავაზა ეს იდეა. თავიდან ეჭვი მეპარებოდა, მაგრამ მათ გადამიბირეს. მე აღვნიშნე პრიმერაში თამაშის 10 წელი და ეხლა განვიცდი საუკეთესო პერიოდს.
– თქვენ კარნახობდით წიგნის შინაარს თუ ეს საქმე მთლიანად ჟურნალისტს მიანდეთ?
– ჩავისთან (ჟურნალისტი) კარგი დუეტი გამომივიდა. მე ვუყვებოდი საინტერესო ისტორიებს, ის კი ამას პირველ პირში წერდა.
– არასდროს გიფიქრიათ, რომ თავად დაგეწერათ წიგნი?
– არა, რას ამბობთ. უკვე ვიცი, რომ საშინლად ვწერ.
– რა დრო დაგჭირდათ, რომ ბიოგრაფია წაგეკითხათ?
– ძალიან ცოტა. ორი თუ სამი დღე.
– როგორია ის?
– ეს ჩემი ცხოვრებისეული ცოდნაა, ერთად შეგროვებული და მოკლედ დაწერილი წიგნში. კმაყოფილი ვარ შედეგით.
– იმედი გაქვთ, რომ სან ხორდის პრემიას მიიღებთ? (პრემია კატალონიურ ლიტერატურაზე)
– არა. ეს იქნებოდა მოულოდნელი რამ (იცინის).
– ვის მიცემდით ამ პრემიას?
– რუის საფონს.
– ვარდები და წიგნები?
– ყოველთვის. ვარდები დედასთვის, დისთვის, ბებიასთვის, მეგობრისთვის. მე მომწონს მათი გაკვირვებული სახეები.
– ქუჩებში დადიხართ, რომ ეს წიგნი დაინახოთ მაღაზიებში?
– მე ვარჩევ დროს და ადგილს, რომ არ შემამჩნიონ ქუჩაში.
– ფილმის გადაღებაზე შომოთავაზება არ ყოფილა, მაგრამ ეს შესაძლებელია. არის რაიმე საიდუმლო შემოთავაზება?
– მე შემომთავაზეს გადაღება რაულთან ერთად, მაგრამ დროის უქონლობის გამო ერთმანეთს ვერ შევხვდით.
– ევრო-2008-ის შემდეგ თქვენ უფრო პოპულარული გახდით.
– მე გავხდი უფრო პოპულარული ტელევიზიისთვის. ეხლა ჩემზე უფრო მეტს საუბრობენ.
– თქვენ ევრო-2008-ის საუკეთესო მოთამაშე გახდით. როგორი შეგრძნებაა?
– აუსრულებელი ოცნება. ეს აღსანიშნავი და არაჩვეულებრივი მოველნაა.
– გჯერათ, რომ თქვენ კიდევ დაგიძახებენ ”პატარას, არაინდივიდუალურ ფეხბურთელს, გოლების ვერ გამტანს”?
– მე ძალიან ძლიერი ხასიათი მაქვს. მე გავუძელი ბევრ კრიტიკას. თუ მოედანზე გამოდიხარ საკუთარი თავის რწმენით მხოლოდ მაშინ შეძლებ ითამაშო სათანადოდ.
– ”რომ მიაღწიო წარმატებას უნდა დაივიწყო გოგონები და დისკოტეკები” – განაცხადა მანუელ ლობომ. თქვენ მაინც ფიქრობდით მათზე?
– დიახ, მართალია, მაგრამ მე ფრთხილი ვიყავი. მოგებული მატჩის შემდეგ ცოტა დალევა სასარგებლოცაა, რომ გაერთო.
– რა მოგწონთ ყველაზე მეტად: მოხვდედთ პირველად ”ნოუ კამპის” სათადარიგო სკამზე თუ გაატაროთ ღამე ”Juan Carlos I”-ში? (სასტუმროა ესპანეთში)
– ”კამპ ნოუ”, სათადარიგო სკამი, გასახდელი, ფლანი (დესერტი, რომელიც მზადდება ათქვლეფილი კვერცხით, რძით და შაქრით)
– მაგრამ სასტუმროდან შენ წამოიღებდი საპონს და პირსახოცს…
– დიახ, თანაც ყველაფერს წამოვიღებდი (იცინის).
– ოთხი წელი გვარდიოლას ”კლონს” გეძახდნენ.
– მე არ მომწონს ეს საუბრები, როცა ჩვენ ერთმანეთს გვადარებენ. ლუი ვან გააილი მოიკოჭლებდა ადამიანებთან ურთიერთობაში. 18 წლის ასკიდან დიდ ზეწოლას განვიცდიდი.
– ”კონკურენცია აუცილებელია”. ინიესტა თქვენი ყველაზე დიდი კონკურენტია?
– ის ჩემი თანაგუნდელია. ის ვინც ჩემთან ერთად თამაშობს დონის ამაღლებაში მეხმარება.
– თქვენ დაბალი შეფასება მიეცით ლუი ვან გაალს…
– მან მე მაიძულა გამეტარებინა ორი საშინელი კვირა ჩემს ცხოვრებაში, როცა ”ბარსა ბ”-ში დამაბრუნა.
– ის ყველაზე ცუდი მწვრთნელია?
– არა, ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ის მე მასწავლიდა გამეძლო ზეწოლაზე.
– იკერი და რაული. რას იწვევენ ისინი შენში. გაბრაზებას თუ მოწონებას?
– როცა ვხედავ, თუ როგორ თამაშობენ ვბრაზდები. მატჩის დასრულების შემდეგ ვფიქრობ, რომ ისინი კარგები იყვნენ.
– ზიდანი თუ მარადონა?
– მარადონა ყველას ჯობია. 90-იანების შემდეგ საუკეთესო ზიზუა.
– უკვე გაქვთ წიგნი. როდის ელოდებით ბავშვს?
– მე და ელზამ ერთად ცხოვრება გადავწყვიტეთ. ბავშვი გვეყოლება. ყოველ შემთხვევაში ეს იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა ჩემს ცხოვრებაში.
