workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გენიოსი სახელად ჩავიერი

გენიოსი სახელად ჩავიერი

ადამიანი, რომლის ცხოვრებაც “ბარსელონასთანაა” დაკავშირებული, იგი 19 წელია “ბარსელონას” ღირსებას იცავს. ჩავიერი უბრალო ფეხბურთელი არ არის, მას აქვს არაამქვეყნიური ნიჭი, იგი 11 წლიდან “ბარსელონას” რიგებში ირიცხება. მან თითქმის ყველა ასაკობრივი ჯგუფი გამოიარა ბლაუგრანაში, ყველა ასაკობრივ გუნდში იყო გამორჩეული, მასზე ჯერ კიდევ 1995 წელს თქვეს, რომ იგი “ბარსელონას” სიმბოლო გახდებოდა და მის გარეშე “ბარსელონას” თამაში წარმოუდგენელი იქნებოდა. ჩავის ოცნება 1998 წელს ახდა, მან პირველ შემადგენლობაში თავისი პირველი შეხვედრა ჩაატარა.

აგერ უკვე 12 წელიწადია ჩავიერი გუნდის შეუცვლელი ფიგურაა და ეს იქნება იქამდე სანამ ჩავი “ბარსელონას” მაისურით იასპარეზებს. მას ისეთ ფეხბურთელებთან ერთად უთამაშია, როგორებიც იყვნენ: ვიქტორ ბორბა ფერეირა “რივალდო”, ხოსეპ გვარდიოლა, ლუის ენრიკე მარტინესი, პატრიკ კლიუვერტი, რონალდო დე ასის მორეირა “რონალდინიო”, ანდრეს დე სოუზა “დეკო”, სამუელ ეტო’ო. ამ ყველა ფეხბურთელმა თავისი წვრილი შეიტანა “ბარსელონას” წარმატებაში, ამ ფეხბურთელების მხარდამხარ უთამაშია ჩავიერს. დასაწყისში აღვნიშნე, რომ ჩავი ყოველთვის გამორჩეული იყო თქო გუნდში, მაგრამ ბევრი იფიქრებს, რომ როგორ შეიძლება ასეთი ფეხბურთელების მხარდამხარ იყო გამორჩეული და არ დაიჩრდილო ამ მეგა – ვარსკვლავების მიერ. მაგრამ ეს ასე არ მოხდა, ჩავი არასდროს ყოფილა დაჩრდილული რომელიმე ფეხბურთელის მიერ. იგი ყოველთვის საუკეთესო იყო საუკეთესოთა შორის.

ჩავი დღეს – დღეობით საუკეთესო ნახევარმცველად არის აღიარებული მთელს მსოფლიოში. ამის გარდა იგი ბოლო 20–25 წლის ერთ– ერთ საუკეთესო ფეხბურთელადაც მიიჩნიეს ესპანეთის ნაკრების რიგებში ფერნანდო იეროსთან, ხოსეპ გვარდიოლასთან, რაულ გონსალეს ბლანკოსთან და ფერნანდო მორიენტესთან ერთად. ეს წოდება ჩავისათვის ტყუილად არავის მიუნიჭებია. მან ხომ ორი უმთავრესი ჯილდო მოიგო ესპანეთის ნაკრებთან ერთად 2008 და 2010 წლებში.

ჩავი ნაკრებში 2000 წლიდან ასპარეზობს, მას 97 მატჩი აქვს ჩატარებული ფურია როხას მაისურით. ჩავის ყოველთვის ქონდა ოცნება, მიეღწია წარმატებას ნაკრებთან ერთად, პირველი ეს წარმატება 2008 წელს ეწვია ერნანდესს, როდესაც იგი ევროპის ჩემპიონი გახდა და ამავდროულად ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. ორიოდე წელიწადში მან თავისი ყველაზე დიდი ოცნება აიხდინა, იგი მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა.

რაც შეეხება ბარსელონურ წარმატებას, მას კარიერაში “ბარსელონას” მაისურით ყველანაირი ჯილდო აქვს მოგებული რაც კი შეიძლება და თან უმთავრესი ჯილდოები არაერთხელ მოუპოვებია. ფეხბურთელს ყველანაირი პრიზი აქვს მიღებული საკლუბო და სანაკრებო დონეზე, ასევე არ მოიკოჭლებს ინდივიდუალურობაზეც, იგი ძალიან ბევრჯერ არის შესული საუკეთესო 5 ფეხბურთელს შორის, დასახელებული არის არაერთხელ საუკეთესო ნახევარმცველად, ასევე პლეიმეიკერად, მას მხოლოდ და მხოლოდ არ აქვს საუკეთესო ფეხბურთელის წოდება, რომელიც შესაძლოა წელს მიიღოს.

ბევრმა შესაძლოა იფიქროს, რომ ამდენი მოგებული ტიტული აქვს და რაღა ესაქმება ფეხბურთშიო, წავიდეს სახლში და იქიდან ადევნოს ყველაფერს თვალი, ისტორია ხომ მას არ დაივიწყებსო, მაგრამ ასე ჩავი არ ფიქრობს, რადგანაც მას “ბარსელონური” სულისკვეთება და სიყვარული ამოძრავებს. მას სურს თავის კლუბს დაეხმაროს, როგორც შეუძლია, იგი გრძნობს, რომ გუნდისათვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

ჩავი თამამად შეგვიძლია ჩავთვალოდ “ბარსელონას” სიმბოლოდ, 19 წელი ამ უდიდესი კლუბის ირგვლივ, ნამდვილად არ არის ცოტა. ნუთუ ისეთივე საინტერესო და ლამაზად სანახავია “ბარსელონას” მატჩი სადაც ჩავი არ მონაწილეობს ? ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ჩავისთან ერთად “ბარსელონას” შეჩერება ძალიან რთულია. ჩავი გენიოსია, მას შეუძლია სეზონში გააკეთოს 10 – 15 ისეთი საგოლე გადაცემა, რომელსაც ერთი რიგითი ფეხბურთელი მთელს კარიერაში 2–3 – ს აკეთებს და ამითაც ძალზე კმაყოფილია.

მას “ბარსელონური სულისკვეთება ყოველთვის ეტყობოდა სულ ბავშური ასაკიდანაც კი, თუნდაც ავიღოთ გუშინდელი მატჩი, იგი ტრავმირებული გამოვიდა მოედანზე, შესაძლოა გუშინდელი თამაში ძვირად დაჯდომოდა ჩავიერ ერნანდეს კრეუსს, მაგრამ მან გარისკა და გუნდის წარმატებაში უდიდესი წვრილი შეიტანა, მან გააკეთა ორი გენიალური საგოლე გადაცემა.

როდესაც, იგი დაამთავრებს კარიერას და იმედია ეს “ბარსელონაში” მოხდება თამამად შეგვეძლება თქმა, რომ ჩავი “ბარსელონასთვის” იყო შექმნილი, რომ ამ კაცმა თავისი კარიერა “ბარსელონასადმი” სიყვარულს შესწირა. “ბარსელონური” და მსოფლიო ისტორია არასდროს დაივიწყებს ასეთ გენიას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში