“ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი ლუის ენრიკე ხოსეპ მარია ბართომეუს მადლობას უხდის ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნისთვის და აცხადებს, რომ კლუბის პრეიზდენტის გადაწყვეტილება კეთილშობიულური ჟესტია.
“ვადამდელი საპრეზიდენტი არჩევნების დანიშვნა – ძალიან კეთილშობილური ჟესტი პრეზიდენტისა და მთელი ხელმძღვანელობის მხრიდან. ვფიქრობ, ეს კარგი გადაწყვეტილებაა. ეს დაგვეხმარება, რომ ესპანეთის ჩემპიონატის მეორე ნახევარში უფრო ერთიანნი ვიყოთ.” – აცხადებს ლუის ენრიკე.
შეგახსენებთ, რომ, ჯერჯერჯობით, ცნობილია 3 კანდიდატი, რომლებიც ოფიციალურად საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებენ. ესენი არიან ხოსეპ მარია ბართომეუ, აგუსტი ბენედიტო და ხორდი ფარე. დიდი ალბათობით, არჩევნებში მონაწილეობას ჟოან ლაპორტაც მიიღებს.