მონჩი შესაძლოა “ბარსელონას” ახალი სპორტული დირექტორი გახდეს

მონჩი შესაძლოა “ბარსელონას” ახალი სპორტული დირექტორი გახდეს

კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუმ კლუბის სპორტული დირექტორის პოსტზე შესაძლოა რამონ მონჩი მოიწვიოს. იტყობინება, Football Espana.

შეგახსენებთ, რომ მონჩი ანალოგიურ პოსტზე “სევილიაში” მუშაობს. ამჟამად მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მონჩის კი კატალონიურ კლუბში გადმოსვლაზე თანხმობა ჯერ არ განუცხადებია. 

აქვე გეტყვით, რომ “ბარსელონამ” სპორტული დირექტორის პოსტიდან ანდონი სუბისარეტა გაანთავისუფლა, რომელიც იქ 2010 წლიდან მუშაობდა. 

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward