გაბრიელ მილიტომ დღევანდელი ვარჯიში დროზე ადრე დატოვა კუნთის ტრავმის გამო. არგენტინელი პირველი გუნდის 7 წევრთან ერთად პეპ გვარდიოლას მეთვალყურეობით ვარჯიშობდა.
ვარჯიშზე იყვნენ პინტო, აბიდალი, მაქსველი, მილიტო, კეიტა, მასკერანო და მესი. კუნთის ტრავმის გამო მილიტომ ვარჯიში სხვებზე ადრე დაასრულა. კლუბის ექიმებმა დაადგინეს, რომ გაბრიელმა მარჯვენა ფეხის კუნთი დაიზიანა. იმისთვის, რომ დადგინდეს გამოჯანმრთელების ვადები საჭიროა კიდევ ერთი ტესტის ჩატარება.
ვარჯიშზე პირველი გუნდის ფეხბურთელების არყოფნის გამო გვარდიოლამ მეორე გუნდის 10 ფეხბურთელი ავარჯიშა. ესენი არიან პლანასი, ბენია, ედუ ორიოლი, მასილი, არმანდო, ილიე, რივეროლა, ვიქტორ ვასკესი, საული და როჩინა. ვარჯიშს, რომელიც წვიმიან და ქარიან ამინდში ჩატარდა აკვირდებოდა ანდონი სუბისარეტა და ოსკარ გარსია.
სანაკრებო მატჩებიდან ფეხბურთელების დაბრუნებას ხვალ ელიან. მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ ხვალიდნელი ვარჯიშის ღამის სესიაში. (20 საათზე)

