ბრიტანული გამოცემა, “დეილი მეილი” იტყობინება, რომ რამდენიმე ევროპული გუნდი, მათ შორის კატალონიის “ბარსელონა”, დაინტერესებულია “ბილბაო ატლეტიკის” მეკარის, გორკა ირაისოსის ყიდვით…
“ატლეტიკის” მეკარით ასევე დაინტერესებულია “პრემიერ ლიგის” ერთ–ერთი გრანდი, ლონდონის “არსენალი”, მაგრამ მისი გადაყვანისთვის ლონდონელებს, “ბარსასთან” ბრძოლა მოუწევთ.
29 წლის მეკარეს, ბასკებთან კონტრაქტი წელს ეწურება, რამაც მისდამი “ბარსას” ინტერესი გამოიწვია. მისი გადმოყვანის შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ძირითადში ადგილის მოპოვება შეძლოს, მაგრამ ალბათ იგი ხოსე მანუელ პინტოს ადგილს დაიკავებს. მითუმეტეს, რომ პინტო 34 წლისაა და თან მას აშკარად არ მოსწონს ის ფაქტი, რომ თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში, სათადარიგო სკამზე უწევს ჯდომა.



