workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კობი ბარსას სიყვარულში ისევ გამოუტყდა

კობი ბარსას სიყვარულში ისევ გამოუტყდა

NBA-ს ვარსკვლავმა, კობი ბრაიანტმა ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა, რომ “ბარსას” ყოველ თამაშს ადევნებს თვალს და კატალონური კლუბის დიდი გულშემატკივარია.
კობი ბრაიანტი რამდენიმე დღის წინათ პირენეებს ესტუმრა. ამ დღეებში კობის “ლეიკერსი” კატალონურ საკალათბურთო კლუბ “რეგალ ბარსას” შეხდვება.
კობიმ განაცხადა, რომ გუარდიოლას გუნდის თამაშს თვალს ვერ წყვეტს: “ძალიან მიყვარს “ბარსა”, მისი ლამაზი სტილი და სანახაობრივი ფეხბურთით მოხიბლული ვარ”.
NBA-ს ყველა გუნდი ტურნეებს მართავს, რადგან სეზონი მალე გახურდება და მათ მომზადება სჭირდებათ. “მე აუცილებლად ვითამაშებ. ვფიქრობ, ეს იქნება ორი ძლიერი გუნდის შეხვედრა და ამის გამოტოვებას ნამდვილად არ ვაპირებ. თან, “ბარსას” საკალათბურთო გუნდიც არანაკლებად მესიმპათიურება”. დასძინა კობიმ.
 

ნავაროზე, ჩავიზე, ინიესტასა და მესიზე
ხუან კარლოს ნავაროზე კობიმ ესეთი კომენტარი გააკეთა: “არ ვიცი, საუკეთესო არის იგი თუ არა ევროპაში, მაგრამ ერთ–ერთი საუკეთესო ნამდვილად არის”
მესიზე ამდენი აღარ გაუწელია და პირდაპირ განაცხადა: “ჩავი და ინიესტა ჩინებულები არიან, მაგრამ მესის მსოფლიოში ვერავინ უწევს დღეს კონკურენციას”.

კობი ბარსას სიყვარულში ისევ გამოუტყდა
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward