workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი, იგივე “ტარზანი”

პუიოლი, იგივე “ტარზანი”

კარლეს პუიოლი – კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანი. მას შეუძლია უპრობლემოდ და დაუფიქრებლად გაწიროს თავი გუნდისთვის. პუი შეიძლება გოლეადორი არაა (ვერც იქნება იმიტომ, რომ მცველია), თუმცა კარიერაში მას რამდენიმე ძალიან ლამაზი და უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს გატანილი. გთავაზობთ ოთხ საუკეთესო გოლს, რაც კი კარლესს ოდესმე გაუტანია.

 

4. გოლი “ვალიადოლიდის” კარში. 11.11.2001. მოედანი: “კამპ–ნოუ”

მატჩის საბოლოო ანგარიში 4:0 დაფიქსირდა. პუიოლმა ანგარიში გახსნა. მისთვის ეს გოლი პრიმერა დივიზიონში პირველი იყო.

   

 

3. გოლი “ტენერიფეს” კარში. 03.02.2002. მოედანი: “ელიოდორო როდრიგეს ლოპესი”

მატჩის საბოლოო ანგარიში “ბარსას” სასარგებლოდ 0:6 დაფიქსირდა. პუიოლმა მართლაც ულამაზესი დარტყმით (ე.წ. “მაკრატელით”) მოათავსა ბურთი მეტოქის კარის ბადეში.

 

 

2. გოლი გერმანიის ნაკრების კარში. 07.07.2010. მოედანი: “მოზეს მაბიდა”
მატჩის საბოლოო ანგარიში ესპანეთის ნაკრების სასარგებლოდ 1:0 დაფიქსირდა. პუიოლმა თავისი ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გაიყვანა.

 

1. გოლი “რეალის” კარში. 02.05.2009. მოედანი: “სანტიაგო ბერნაბეუ”

საბოლოო ანგარიში 2:6 დაფიქსირდა “ბარსელონას” სასარგებლოდ. (ნამდვილი ფეხბურთის ფანებს არასოდეს დაავიწყდებათ ეს მატჩი). პუიოლმა მეორე და ძალიან მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა კატალონიელთათვის.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში