workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

“ბარსელონას” წინ მნიშვნელოვანი კვირა ელის, რაც დაკავშირებულია ესპანეთის ჩემპიონატთან. კვირიდან (21 სექტემბერი) შაბათის (27 სექტემბერი) ჩათვლით ლუის ენრიკეს გუნდი, საერთო ჯამში, 3 მატჩს გამართავს. ერთ კვირაში გათამაშდება ქულათა იმდენი რაოდენობა, რამდენიც გასულ თვეში გათამაშდა. 9 ქულა 7 დღის განმავლობაში.

პირველი 6 ქულა “კამპ ნოუს” მოშორებით გათამაშდება. “ბარსელონა” “სიუდად დე ვალენსიაზე” ვიზიტით დაიწყებს (კვირა, 21 სექტემბერი, 23:00 საათი). 72 საათის შემდეგ “ბარსელონა”, “ლა როსალედაზე”, “მალაგას” დაუპირისპირდება (24 სექტემბერი, 00:00 საათი). შემდეგში “ლურჯ-ბროწეულისფერები” 2 მატჩს გასვლაზე ზედიზედ მე-19 (“დეპორტივო”) და მე-20 (“ელჩე”) ტურებში ჩაატარებენ.

მე-3 და დატვირთული კვირის ბოლო მატჩს გუნდი შაბათს, 27 სექტემბერს, 20 საათზე, გამართავს. “ბარსა”, “კამპ ნოუზე”, “გრანადას” უმასპინძლებს. ეს იქნება უკანასკნელი შეხვედრა ჩემპიონთა ლიგის დაბრუნებამდე.

“ბარსელონას” თამაშებით ასეთი დატვირთული კვირა (3 მატჩი 7 დღეში) აპრილამდე აღარ ექნება. აპრილში ასეთი კვირა 2-ჯერ იქნება. პირველი კვირა 3 მატჩით: 29-ე ტური (“სელტა”), 30-ე ტური (“ალმერია”) და 31-ე ტური (“სევილია”). 2 კვირის შემდეგ: 33-ე ტური (“ესპანიოლი”), 34-ე ტური (“ხეტაფე”) და 35-ე ტური (“კორდობა”).

თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ აქამდე კალენდარი ადვილი იქნება, რადგან არსებობს სხვა ტურნირები. შობამდე უნდა დასრულდეს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი. გასული პირველი ტურის შემდეგ, კიდევ დარჩა – 5. დეკემბრის დასაწყისში დაიწყება სამეფო თასის მატჩები. ამ ტურნირით განსაკუთრებით აქტიური თვე იანვარი იქნება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward