ხოსეპ გვარდიოლამ განაცხადა, რომ მან სპეციალურად მისცა ჩავის დასვენების უფლება, რათ მოახერხოს საბოლოოდ ტრავმისგან განკურნება.
ხოსეპ გვარდიოლა: ”ჩავის პრობლებემი აგვისტოში, მექსიკასთან ჩატარებულ მატჩში დაეწყო. მეტის მოთმენა აღარ შეეძლო. როდესაც ფეხბურთელი ყველა მატჩში ტკივილს გრძნობს და შეცვლას გთხოვს, რაღაც პრობლემასთან გვაქვს საქმე. ესეთ მომენტში საჭიროა 2 კვირიანი დასვენება. თუ მკურნალობა კარგად წავა, ჩავი შეძლებს ითამაშოს პრიმერა დივიზიონის მეშვიდე ტურის მატჩში, ”ვალენსიას” წინააღმდეგ”.

