workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ნობოა მერვედფინალში გასვლას აპირებს

ნობოა მერვედფინალში გასვლას აპირებს

შარშან ყველას კარგად მოხსენება, რაც მოხდა, ხოლო ვინც არ იცის, ან არ ახსოვს შევახსენებ, რომ “ბარსამ” ყაზანის “რუბინთან” საკუთარ მოედანზე ანგარიშით, 1:2 წააგო, ხოლო სტუმრად ყაზანში ფრედ, 0:0 ითამაშა. “უეფას” ოფიციალურ საიტთან საუბარში, სკიპერ ქრისტიან ნობოამ განაცხადა, რომ “რუბინს” შეუძლია კიდევ ერთხელ გააოცოს მსოფლიო…

“როდესაც ჩვენ ბარსელონაში გავიმარჯვეთ, ხოლო საკუთარ მოედანზე ფრედ დავამთავრეთ მატჩი ისეთ გუნდთან, როგორიც “ბარსაა”, მაშინ ჩვენ პატარა ისტორია შევქმენით”, განაცხადა ეკვადორელმა “უეფას” ოფიციალურ საიტთან საუბრისას. “ახლა ჩვენც და ჩვენმა ოპონენტმა გუნდმაც შემადგენლობა განაახლა. თუ ჩვენ გამარჯვება გვინდა დაცვაში კარგად თამაში გვმართებს, როგორც ეს შარშან გავაკეთეთ, მაგრამ ასევე ბურთზე კონტროლიც უნდა დავამყაროთ, რადგანაც წინა წელს, საკუთარ მოედანზე ორი, თუ სამი საგოლე მომენტი შევქმენით. ახლა კი ჩვენ უფრო საშიშები უნდა ვიყოთ”.

ყაზანელთა მწვრთნელმა, ყურბან ბარდიევმა რამდენიმე ტრანსფერი განახორციელა. გუნდის თავდამსხმელი, ალექსანდრ ბუხაროვი და ყოფილი კაპიტანი, სერგეი სემაკი სანკტ–პეტერბურგის “ზენიტში” გადავიდნენ. გუნდში არიან ახალი სახეებიც, მათ შორის მცველები, ოლეგ კუჟმინი და სალვატორე ბოჩეტი, ნახევარმცველი კარლოს ედუარდო და თავდამსხმელები, ობაფემი მარტინსი და სეგეი კორნილენკო.

რუბინი რუსეთის ჩემპიონატში მეორეა, ხოლო “ჩემპიონთა ლიგის” გახსნით მატჩში “კოპნჰაგენთან”, ანგარიშით, 1:0 დამარცხდა, მაგრამ ნობოა პოზიტიურადაა განწყობილი: “ძალიან რთულია თქვა, თუ ვინაა ძლიერი, ან სუსტი. ჩვენი ცენტრალური მცველი, რომან შარონოვი ტრავმირებულია და მის ნაცვლად სალვატორეა. მას რუსულად ლაპარაკი არ შეუძლია. ახალ ფეხბურთელებს ადაპტაციისთვის დრო ჭირდებათ, რაშიც ჩვენ, ყველანი დავეხმარებით”.

ნობოას საუბარი ესპანურ, ინგლისურ და რუსულ ენებზე შეუძლია. 25 წლის ფეხბურთელი ორმაგ პასუხისმგებლობას გრძნობს იმის შემდეგ, რაც მან სემაკისგან მემკვიდრეობით კაპიტნის სამკლაური მიიღო: “ამ როლში თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. მე ვგრძნობ ჩემი მწვრთნელისა და თანაგუნდელების მხარდაჭერას. ჩემი აზრით არა აქვს მნიშვნელობა ვის ეკეთება კაპიტნის სამკლაური. თუ ჩვენ “ბარსასთან” მოგება გვსურს, მაშინ მოედანზე 11 კაპიტანი უნდა გავიდეს”.

გასულ სეზონში “რუბინმა” მართლაც, რომ დიდი აპლუდისმენტები დაიმსახურა იმის გამო, რაც გააკეთა. “გასულ სეზონში ჩვენ ძალიან ბედნიერები ვიყავით იმის გამო, რომ ჩვენ მოვხვდით რა “ჩემპიონთა ლიგის” ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ უკვე ჯგუფის სამეულში. ახლა კი ჩვენ უფრო მეტი გვინდა. გვინდა უფრო წინ წავიდეთ… თამაში “ბარსელონასთან” მარტივი არ არის და საერთოდ ადვილი თამაში არ არსებობს, მაგრამ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გასვლის ამბიცია ნამდვილად გაგვაჩნია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში