სეიდუ კეიტა ”ბარსელონაში” 2008 წელს გადავიდა და მას შემდეგ გვარდიოლას გუნდის მთავარი მოთამაშე გახდა. ”სან მამესზე” სეიდუმ დაგვიმტკიცა, რომ მაშინ გამოჩნდება დასახმარებლად, როცა გუნდს სჭირდება. კეიტამ ანგარიში გახსნა ”ბარსელონასთვის” ერთ-ერთ ურთულეს სტადიონზე. მისმა გოლმა ფეხბურთელები თავდაჯერებული გახადა. ამ სეზონში კეიტამ 7 თამაში ითამაშა, აქედან 6 თამაში მან ძირითადში დაიწყო.
დაუვიწყარი პირველი სეზონი
კეიტა ვერც წარმოიდგენდა, რომ პირველივე სეზონი ასეთი წარმატებული გამოდგებოდა მისთვის. კატალონიელებმა იმ სეზონში ყველა ტიტული მოიგეს. სეიდუმ ”ბარსელონას” ჩატარებული მატჩების 74%-ში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 6 გოლი.
არანაკლები მეორე სეზონი
მეორე სეზონის სტარტზე, პირველივე ტურში კეიტამ ”სპორტინგს” გოლი გაუტანა. გოლების გატანა მან გააგრძელა და 9 თამაშში 6 გოლი ჰქონდა გატანილი. აღსანიშნავია ის, რომ 3 გოლი მან ”სარაგოსას” გაუტანა. ამ სეზონში კეიტას საკმარისი სათამაშო დრო მიეცა.
იგივე გზაზე
ამ სეზონშიც ისე ჩანს, რომ სეიდუსთვის ძირითადში ადგილი იქნება. მან 7 თამაშში მიიღო მონაწილეობა. ბოლო თამაშში მან გოლიც გაიტანა.



