“ბარსელონას” მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ,ისაუბრა ჩემპიონთა ლიგის, ჯგუფური ეტაპის მეორე მატჩის შესახებ, რომელშიც ერთმანეთს “რუბინი” და “ბარსელონა” დაუპირისპირდებიან. ის ასევე შეეხო, მესის გამოჯანმრთელების თემასაც.
“ორი მნიშვნელოვანი მომენტი მესის შესახებ. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ, თუ რას ამბობს ექიმი მესის ტრავმაზე. ლეოს თქმით, ის კარგად გრძნობს თავს. მეორე მხრივ, თამაში ძალიან მნიშვნელოვანია და თუ მესი იქნება მზად, ის აუცილებლად ითამაშებს. “რუბინს” ყავს შესანიშნავი დაცვა. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველანაირი საშუალება, რადგან შევძლოთ “რუბინის” დამარცხება, წინააღმდეგ შემთხვევაში, “რუბინს” ვერ მოვუგებთ. კარგია, რომ გაზონი არის შესანიშნავ მდგომარეობაში, მაგრამ გასულ წელს, კატალონიაშიც კარგი მინდორი იყო, ამისდამიუხედავად, ჩვენ ვერ შევძელით გამარჯვება.
“რუბინი”არის რუსეთის ჩემპიონი და ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ამ კლუბს, მუხედავად იმისა, რომ წინა წელს, მათთან პირველივე შეხვედრა წავაგეთ. მე არ გამიკვირდება, ანსალდი თუ იტყვის, რომ წინა გამარჯვება, “ბარსასთან” იყო ღმერთის დახმარებით. გასულ წელს “რუბინმა” ჩვენ წაგვართვა ხუთი ქულა. იმედია, წელს, ეს ყველაფერი სხვაგვარად იქნება.”-განაცხადა პეპ გვარდიოლამ.

გვარდიოლა:”ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი მოგებისათვის”
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
