workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხიო ბუსკეტსი:”მე არ ვარ ვარსკვლავი”

სერხიო ბუსკეტსი:”მე არ ვარ ვარსკვლავი”

სერხიო ბუსკეტსმა ინტერვიუ მისცა კატალონიურ გამოცემა ”სპორტს”, სადაც ისაუბრა თავის ამჟამინდელ მდგომარეობაზე კლუბში.”მე არ ვთვლი, თავს ვარსკვლავად, უბრალოდ ერთი რიგითი ფეხბურთელი ვარ, რომელიც ცდილობს ყველანაირად დაეხმაროს თავის გუნდს ტიტულების მოპოვებაში”. ამას ამბობს ფეხბურთელი, რომელმაც საკლუბო დონეზე ყველაფერი მოიგო, და გახდა მსოფლიო ჩემპიონი ესპანეთის ნაკრებთან ერთად. ”ყოველთვის შეიძლება შედეგის გაუმჯობესება და ამას აუცილებლად გავაკეთებ, წინ კიდევ ბევრი ტიტული გველოდება”.

თუ სერხიო ბუსკეტსი ოთხშაბათს ყაზანის ”რუბინის” წინააღმდეგ ითამაშებს, ეს იქნება მისთვის მე-100 თამაში ”ბლაუგრანას” მაისურში: ”მადლობელი ვარ, რომ მწვრთნელმა ნდობა გამომიცხადა და ასეთ მცირე დროში ამდენი მატჩის თამაშის საშუალება მომცა. ჩემი სურვილია ”ბარსელონაში” ბევრად მეტი მატჩი ჩავატარო და შევქმნა ისტორია ამ გუნდთან ერთად”. როგორც იცით მას კონტრაქტი ”ბარსელონასთან” 2013 წლამდე აკავშირებს: ”კონტრაქტის გახანგრძლივება ჩემზე არ არის დამოკიდებული, თუმცა უნდა ვთქვა, რომ ჩემი დიდი სურვილია ამ კლუბში კიდევ ბევრი სეზონი გავატარო”.

ბუსკეტსმა რამდენიმე სიტყვა ხავიერ მასკერანოზეც თქვა: ”არგენტინელი ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ჩვენთვის, მაგრამ ის ჯერ ვერ შეეგუა ჩვენს სათამაშო სტილს, თუმცა იმედი მაქვს მალე შეეგუება და ითამაშებს ”ბარსელონას” ფეხბურთს”. 

ჩემპიონთა ლიგის მომავალ მატჩს ”ბარსა” ”რუბინთან” გამართავს( ”ბლაუგრანას” ”რუბინთან” ანგარიში აქვს გასასწორებელი ავტ.), ბუსკეტსი გვპირდება, რომ ”ბარსა” თავს არ დაზოგავს გამარჯვების მოსაპოვებლად: ”ჩვენ მოედანზე მხოლოდ გამარჯვებისთვის გავალთ, მაყურებელს ვპირდებით ”ბარსელონას” ჩვეულ თამაშს”.

წარმატებები ვუსურვოთ ფეხბურთელებს რუსეთში გამგზავრების წინ, ”რუბინთან” მოგება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის და რა თქმა უნდა ”ბარსელონასთვის”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში