კუენკა: “დარჩენა მინდა”

კუენკა: “დარჩენა მინდა”

“ბარსელონას” 23 წლის შემტევი ისააკ კუენკა კატალონიურ კლუბში დარჩენისთვის ბრძოლას აპირებს. მისი მიზანია ლუის ენრიკეს საკუთარი შესაძლებლობები უჩვენოს.

კუენკას, გასულ სეზონში, არცერთი თამაში არ ჩაუტარებია. ამის მიზეზი ტრავმაა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ლუის ენრიკეს გეგმებში არ შედის, მაგრამ ფეხბურთელი ბოლომდე ბრძოლას აპირებს.

“მინდა დავამტკიცო, რისი გაკეთება შემიძლია. ჩემი სურვილია წინასასეზონო მზადების დროს ვაჩვენო, რომ ოპტიმალურ ფომრაში ვარ. იმედი მაქვს, მწვრთნელი წინასასეზონო მზადებისთვის მიმიწვევს. ლუის ენრიკესთან არ მისაუბრია, მაგრამ “ბარსელონასთან” კონტრაქტი მაკავშირებს და დარჩენა მინდა. თუ ჩემზე უარს იტყვიან, სხვა კლუბების წინადადებებს განვიხილავ.” – აცხადებს ისააკ კუენკა.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია