მოსკოვის ”სპარტაკის” მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა თავისი აზრი გაუზიარა ესპანურ პრესას, რომელშიც მან ისაუბრა ”რუბინი” – ”ბარსელონას” საჩემპიონთალიგო მატჩის შესახებ. კარპინის სიტყებით, მცირეა შანსი, რომ ”რუბინის” ფეხბურთელებმა რამეთი გააკვირვონ ”ბარსელონა”. ”არ მგონია შესწევდეს რუბინს იმის ძალა, რომ თავსატეხი გაუჩინოს ”ბარსას”. გუნდი დასუსტდა შარშანდელთან შედარებით. სემაკი და ბუხაროვი ”ზენიტში” გადავიდნენ, ხოლო დომინგესი–”ვალენსიაში”. ახლა ”რუბინი” არის გუნდი, რომელიც ჩამოყალიბების პროცესშია. დაცვაში ისინი მოწესრიგებულად არ გამოიყურებიან, შეტევაში მომენტების შექმნა უჭირთ” – განაცხადა კარპინმა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყურბან ბერდიევს შესწევს ძალა კარგი გუნდი დააყენოს და ასევე იმედი აქვს, რომ ყაზანური კლუბი ჯგუფში მეორე ადგილს დაიკავებს და გააგრძელებს ლიგაზე ასპარეზობას.

კარპინი: ”არ მგონია, რომ ”რუბინი” ”ბარსელონას” გააკვირვებს
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.
