“ბარსელონას” პრეზიდენტი ხოსეპ მარია ბართომეუ უეფას სტრატეგიული განვითარების კომიტეტის წევრი გახდა. გარდა ამისა, ის ევროპული კლუბების ასოციაციის (ECA) აღმასრულებელ კომიტეტსაც შეუერთდა.
ბართომეუმ ორივე პოსტზე “ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა რამდნენიმე თვის წინ, ნეიმარის ტრანსფერთან დაკავშირებული სკანდალისა და პირადი უსაფრთხოების გამო დატოვა.