დავიდ ვილიამ გუშინ პირველი გოლი გაიტანა ”ნოუ კამპზე” პრიმერა დივიზიონში. აღსანიშნია ის, რომ მან ეს გოლი გაუტანა იმ გუნდს, სადაც მისი კარიერა დაიწყო. მატჩის შემდეგ, მსოფლიოს ჩემპიონმა შეაქო მოწინააღმდეგე: ”ეს რთული მატჩი იყო. ისინი თავს კარგად იცავდნენ”. დავიდმა ასევე თქვა, რომ ”სპორტინგი” არაა უკანასკნელი გუნდი, რომელიც ”ნოუ კამპზე” მხოლოდ დაცვაში სათამაშოდ ჩამოვა. ”მე არ განვიცდიდი ზეწოლას გოლის გამო. მთავარია შევქმნათ მომენტები, აი როცა არ იქმნება მომენტები, მაშინ საჭიროა ტემპს მოვუმატოთ”. ვილია მესის თემაშსაც შეეხო: ”იმედი მაქვს, რომ ის ძალიან მალე დაბრუნდება. გუნდი საკმაოდ ძლიერია, რომ ლეო შეცვალოს”.
ქვემოთ შემოგთავაზებთ მატჩის მონაწილე სხვა ფეხბურთელების კომენტარებს.
დანიელ ალვესი
”მთელი მატჩის განმავლობაში გვიჭირდა ცარიელი ზონების პოვნა, მაგრამ შესვენების შემდეგ უკეთ ავთამაშდით. დავიწყეთ მომენტების შექმნა და გოლიც გავიტანეთ. დასასვენებლად დრო არ გვაქვს. მიუხედავად ამისა ჩვე,ნ ვაპირებთ საუკეთესო ფორმაში შევხვდეთ მატჩს, რომელიც ”სან მამესზე” გაიმართება”.
პედრო
”ეს რთული მატჩი იყო. ყველაზე მთავარია, რომ ავიღეთ სამი ქულა.
ინიესტა
”კარგ ფორმაში ვართ. ცოტა დაგვაკლდა მეორე გოლის გასატანად. ეს თამაშს დააწყნდარებდა. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეგვიძლია რთული მდგომარეობიდან გამოსვლა. ადვილი თამაშები არ არსებობს. სადაც არ უნდა მეთამაშა გუშინ, ვიცოდი, რომ უნდა მეცადა და გამეკეთებინა ყველაფერი, რასაც ჩემგან ელიან ყველა სათამაშო ეპიზოდში”.



