“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, ბლაუგრანა “სამეფო თასის” მეთექვსმეტედ ფინალში, “სეგუნდა დივიზიონ ბ”–ში მოასპარეზე “სეუტას” დაუპირისპირდება. პირველ მატჩს “ბარსა” 27 ოქტომბერს, “სეუტას” მოედანზე გამართავს. 10 ნოემბერს კი საპასუხო შეხვედრა “კამპ ნოუზე” გაიმართება.
ამ ორი გუნდისთვის ეს შეხვედრა პირველი ნამდვილად არ გახლავთ. ბოლოს “ბარსა” და “სეუტა” 2000/01 წლების სეზონში თასის მესამე რაუნდში შეხვდნენ, სადაც “ბარსამ” ალფონსო პერესისა და პატრიკ კლიუვერტის წყალობით ანგარიშით 0:3 გაიმარჯვა.
უფრო ადრეულ წარსულს თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ 1942/43 წლებში ეს გუნდები ერთმანეთს მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ, სადაც “ბარსამ” საშინაო მატჩშიც და საგარეო მატჩშიც გამარჯვება მოიპოვა. კატალონიაში “ბარსამ” მატჩი ანგარიშით, 5:2 დაასრულა, ხოლო გასვლითში ანგარიშით, 2:4 გაიმარჯვა.
“ბარსას” ოპონენტმა სეზონი “სეგუნდა დივიზიონ ბ”–ს მეოთხე ჯგუფში დაიწყო, სადაც ერთხელ გამარჯვება, ორჯერ ფრე და ასევე 2–ჯერ დამარცხება მოახერხა. “სამეფო თასამდე” მოსაღწევად “სეუტას” 3 რაუნდის გადალახვა მოუწია. მათ “მანხა რეალი” ანგარიშით, 4:1 დაამარცხეს, შემდეგი “გუადალახარა” იყო, რომელთანაც “სეუტამ” 2:1 გაიმარჯვა. ბოლოს კი “მელილასთან”. ძირითადი დრო ანგარიშით, 2:2 დაამთავრეს, მაგრამ პენალტების სერიაში “სეუტამ” გაიმარჯვა და ახლა “ბარსასთან” შესახვედრად ემზადება…
რეალ მურსია – რეალ მადრიდი
რეალ უნიონი – სევილია
ლოგრონესი – ვალენსია
პოლი ეხიდო – ვილიარეალი
ლას პალმასი – ატლეტიკო
პორტუგალეტი – ხეტაფე
ბეტისი – სარაგოსა
ხერეზი – ლევანტე
კორდობა – რასინგი
ალკორკონი – ატლეტიკი
ვალიადოლიდი – ესპანიოლი
რეალ სოსიედადი – ალმერია
ოსასუნა – დეპორტივო
ერკულესი – მალაგა
მალიორკა – სპორტინგი