workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
5 წელი კონტრაქტიდან…

5 წელი კონტრაქტიდან…

5 წელი გავიდა იმის შემდეგ, რაც არგენტინელმა თავდამსხმელმა, ლეო მესიმ პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა “ბარსელონასთან”…

2005 წლის 16 სექტემბერს ლეო მესიმ “ბარსასთან” პროფესიონალური კონტრაქტი 2014 წლამდე გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა 150 მილიონ ევრომდე იმის შემდეგ გაიზარდა, რაც არგენტინელმა “ჟოან გამპერის თასსა” და არგენტინის 20 წლამდელთა ნაკრებში გაიბრწყინა.

პირველ გუნდში დებიუტი ლეოს 2004 წლის ოქტომბერში ჰქონდა, როდესაც იგი “ბარსა ბ”–დან “ჟოან გამპერის თასზე” სათამაშოდ გადმოიყვანეს. იმ მატჩში “ბარსა” ტურინის “იუვენტუსს” დაუპირისპირდა.  მესი მაშინ ასევე არგენტინელთა 20 წლამდელთა ნაკრებში გამოდიოდა. “ბარსა” გარკვეულ რისკზეც წავიდა. მესი მხოლოდ 18 წლის იყო და მისი ასაკისთვის “ბარსამ” მას უჩვეულო კონტრაქტი დაუდო წინ.

მესიმ “ბარსას” იმედები გაამართლა. მისი დახმარებით ბლაუგრანამ 2006 წელს ჩემპიონთა ლიგა მოიგო. საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენა კი მან ყველაზე უკეთ 2009 წელს შეძლო. ამ წელს “ბარსამ” 6 თასის აღება შეძლო, ლეომ კი “Ballon d’Or” და “FIFA World Player”–ის ტიტულები მოიპოვა.

გასულ წელს მესიმ “ლა ლიგაში” 34 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა დავაში პირველ ადგილზე გავიდა. ლეომ “პიპიჩი” და “ოქროს ბუცი” მოიპოვა, ხოლო “ბარსამ” ლიგაში 99 ქულის აღება შეძლო და ესპანეთის ჩემპიონიც გახდა.  ლეო მესი ბომბარდირი ასევე “ჩემპიონთა ლიგაშიც” გახდა. მესი ბლაუგრანაში გატანილი გოლების მხრივ 133 გოლით მეშვიდე ადგილზეა.

ლეო მესი “ბარსაში” 2000 წლის სექტემბრიდან ირიცხება. მაშინ იგი 13 წლის იყო და 2 კვირიანი ტესტის შემდეგ იგი გუნდში მიიღეს. მისი სიმაღლის მიუხედავად, სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, რომ ლეო გუნდში მიეღოთ, რადგანაც მათი აზრით მისი სახით “ბარსა” ახალ ვარსკვლავს წარუდგენდა მსოფლიოს. შედეგი სახეზეა…

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში