workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუსევი: ”ბარსასთან” დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ”

გუსევი: ”ბარსასთან” დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ”

ყაზანის ”რუბინის” პრეზიდენტმა, ალექსანდრ გუსევმა კომენტარი გააკეთა ”ბარსელონასთან” საჩემპიონთალიგო მატჩის შესახებ.
”ჩვენ ”ბარსელონასთან” მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. შარშან, ”ბარსა” – ”ინტერის” მატჩამდე ერთი კვირით ადრე, ჩვენ ”ნოუ კამპზე” ვივარჯიშეთ. ასეთი რამ იშვიათად ხდება. მე კარგი ურთირთობა მაქვს ”ბარსას” ყოფილ პრეზიდენტ ლაპორტასთან. ჩვენ ერთმანეთს მოგებებს ვულოცავდით, ვუგზავნიდით წერილებს. ვაღიარებ, წელს ჩვენ გვსურდა ლიგაზე ჯგუფში ევროგრანდი მოგვწეოდა. იქნებოდა ეს ”ჩელსი”, ”მანჩესტერი”… მაგრამ ისევ ”ბარსელონა” მოგვიწია და ჩვენ კიდევ ერთხელ დიდი სიამოვნებით ვითამაშებთ მათ წინააღმდეგ. იდეალური იქნება შარშანდელი შედეგის გამეოება – მოგება ”ნოუ კამზე” და ფრე ყაზანში” – განაცხადა გუსევმა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში