workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ხუანმით დაინტერესდა

“ბარსა” ხუანმით დაინტერესდა

ესპანური სპორტული გამოცემის, “AS”-ის ცნობით, რამდენიმე ევროპული გრანდი, მათ შორის “ბარსელონაც”, დაინტერესებულია მალაგას ახალგაზრდა ფორვარდით, ხუანმით. 17 წლის თავდამსმხელმა წინა კვირას თავი “სარაგოსასთან” მატჩში გამოიჩინა. მან დუბლის შესრულება შეძლო. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ სხვადასხვა გუნდები მისით დაინტერესდნენ.

“ბარსელონას” გარდა ხუანმით “ჩელსი” და “რეალია” დაინტერესებული. მართალია იგი “მალაგას” პირველ გუნდში ცოტა ხანია, რაც გამოდის, მაგრამ “სარაგოსასთან” მატჩში მან საკუთარი შესაძლებლობები ყველას გააცნო.

ხუანმი არის ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი “ლა ლიგას” ისტორიაში, რომელმაც დუბლის შესრულება შეძლო. პერსპექტიულ ფეხბურთელს “მალაგასთან 5 წლიანი კონტრაქტი აკავშირებს, რომელიც აგვისტოში გააფორმა. მისი გამოსასყიდი თანხა კი მხოლოდ 10 მილიონია. მან “მალაგას” მწვრთნელის, ხესუალდო ფერეირას დიდი ნდობაც დაიმსახურა და ისეთი ფორვარდის ადგილი დააკავებინა, როგორიც ალბერტ ლაკეა.

ხუანმის სიტუაციას გამოცემა “AS” –ი აიგივებს ახალგაზრდა ფეხბურთელის, სერხიო კანალესის სიტუაციასთან, რომელმაც გასულ სეზონს, სანტანდერის “რასინგიდან” პირდაპირ “რეალ მადრიდში” ამოყო თავი.

წყარო: TotalBarca.Com

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში