workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სემაკი: ”არ გამიკვირდებ,ა თუ ”რუბინი” ”ბარსას” კვლავ მოუგებს”

სემაკი: ”არ გამიკვირდებ,ა თუ ”რუბინი” ”ბარსას” კვლავ მოუგებს”

”ზენიტის” ნახევარმცველმა, სერგეი სემაკმა აღიარა, რომ არ გაუკვირდება, თუ მისი ყოფილი კლუბი ”რუბინი” კვლავ დაამარცხებს ”ბარსელონას” მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე.
”რუბინის” შესახებ ადრეც ბევრს საუბრობდნენ. მაგალითად ის, რომ ”რუბინი” რუსეთის ჩემპიონი ვერ გახდებოდა. მეორე წელს ”სპეციალისტები” დარწმუნებულები იყვნენ – ”წელს ნამდვილად ვერ გახდება”. ”ბარსელონას” დამარცხების შემდეგ ისევ ეს ხალხი ამბობდა, რომ ყაზანში ”ბარსელონა” გაგვანადგურებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. რეალურია, რომ ”ბარსელონა” ამჯერად გაიმარჯვებს, მაგრამ საპირისპიროს გამორიცხვაც არ შეიძლება. ყოველ შემთხვევაში მე არაფერი გამიკვირდება. ”ბარსელონა” კვლავ მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. ”ბარსას” არც ”რუბინის” და არც რომელიმე სხვა კლუბის კომპლექსი არ აქვს და არც ექნება” – განაცხადა სემაკმა “Спорт-экспресс”-სთან საუბრისას.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში