დღეს, “ბარსელონას” მწვრთნელმა, პეპ გუარდიოლამ პრესკონფერენცია გამართა, რომელზეც სხვადასხვა თემებზე ისაუბრა. იგი შეეხო მომავალ მოწინაამღდეგე “ერკულესის”, ახალგაზრდა ბოიან კრკიჩისს და სხვა თემებს.
პეპ გუარდიოლა: “ისინი ყოველთვის თამაშზე ორიენტორებულები არიან, მათ უბრალოდ მოსწონთ ფეხბურთის თამაში. საერთოდ გუნდები, რომლებიც “სეგუნდა დივიზიონიდან” გადმოდიან ხოლმე, თავიდან ყოველთვის საშიშები არიან. მე მინდა მათ მივულოცო ამდენი წლის შემდეგ “პრიმერაში” დაბრუნება. ვიგომ დიდი საქმე გააკეთა და არამგონია ამ მატჩში რაიმეს დათმობას აპირებდეს.”
“მათ ძალიან კარგი, გამოცდილი გუნდი ყავთ და თუ ჩვენ მოგებას ვაპირებთ, მაშინ კარგად თამაში მოგვიწევს. ვფიქრობ, რომ ამ თამაშით ფანებს დიდ სიამოვნებას მივანიჭებთ.”
“როგორც იცით კარლეს პუიოლმა ნაკრებში ვარჯიშისას ფეხის მცირე ტრავმა მიიღო. ახლა იგი სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ყველა ფეხბურთელი ძალიან კარგ ფორმაში დაბრუნდა და ვიმედოვნებ, რომ გამარჯვებებს გავაგრძელებთ.”
“ბოიან კრკიჩმა 9 ნომრიანი მაისური მიიღო. მე ვფიქრობ, რომ ის ახლა არის ბევრად კარგი ფეხბურთელი, ვიდრე იგი წლის წინ იყო. ბოიანი ვარჯიშს აგრძელებს და ჩვენ მას ყველაფერში ვეხმარებით. მე მას ვენდობი და ვინმედოვნებ, რომ ზრდას გააგრძელებს.”
“მე ფეხბურთელებს სახლში წასვლის და დასვენების უფლებას ვაძლევ. ვფიქრობ, რომ სასტუმროში ისინი ძალიან მოწყენილები არიან და უმჯობესია, რომ თავისუფალი დრო საკუთარ ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარონ.”
“გუნდიდან რამდენიმე ფეხბურთელი წავიდა. ვფიქრობ, რომ ისინი თავიანთ ახალ გუნდებს ძალიან დაეხმარებიან. ბევრი ადამიანი მაკრიტიკებს სატრანსფერო კუთხით, რაშიც მათ ვეთანხმები, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ მოედანზე მხოლოდ 11 ფეხბურთელს შეუძლია გასვლა.”
“რაც შეეხება იბრაჰიმოვიჩს… იბრა მაღალი კლასის ფეხბურთელია, თავისი 8 სეზონიანი გამოცდილებით. ჩემთვის მასთან მუშაობა დიდი პატივი იყო. “ბარსა” დიდი გუნდია, რომელშიც დიდებული ფეხბურთელები თამაშობენ. მე კი მათში საუკეთესოების გამოვლენა მევალება. დიდი მადლობა მას ყველაფრისთვის რაც “ბარსასთვის” გააკეთა. მე იბრას მხოლოდ და მხოლოდ ყველაფერ კარგს ვუსურვებ.”


