workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გამოწვევები მესისთვის “ერკულესისგან” და “სოსიედადისგან”

გამოწვევები მესისთვის “ერკულესისგან” და “სოსიედადისგან”

ლეო მესის ახალი გამოწვევა აქვს ორი კლუბიდან, ესენი გახლავთ “ერკულესი” და “რეალ სოსიედადი”. სწორედ ამ ორი გუნდისათვის არ გაუტანია მესის ლა ლიგაში მყოფ გუნდებს შორის.

ეს ორი გუნდი წელს გადმობარგდა პირველ დივიზიონში, ლეოს მომავალ ტურშივე აქვს შანსი დალაშქროს “ერკულესის” კარი, მითუმეტეს, რომ თამაში “კამპ ნოუზეა”.  შარშან მესიმ სამ ახალ გუნდს გაუტანა: “ტენერიფეს”, “ვილიარეალს” და “ვალიადოლიდს”. “ხერესი ერთადერთი გუნდია, რომლისთვისაც მესის გოლი არ შეუგდია. ხერესიწინა სეზონში პირველი დივიზიონიდან გავარდა და სეგუნდაში გადაბარგდა. ხერესთან ორივე თამაშში “ბარსამ” იმარჯვა 2:0 , 3:1, მაგრამ ვერც –ერთ მათგანში მესიმ თავის გამოჩენა ვერ მოახერხა.

მესიმ ეს სეზონი განსაკუთრებულად დაიწყო. მან უკვე 4 ბურთი გაიტანა ოფიციალურ მატჩებში, 3 “სევილიას” წინააღმდეგ და ერთიც “რასინგის”. ასევე აღსანიშნავია, რომ მესიმ გაიტანა თავისი მე–100 გოლი მარცხენა ფეხით.

წყარო: fcbarcelona.cat

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში