მოგეხსენებათ გუშინ, “ბარსელონაში” გაიმართა ამხანაგური მატჩი “ბარსა ბ”–სა და ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებს შორის, სადაც ბრაზილიელებმა ანგარიშით, 3:0 იმარჯვეს. მატჩის შემდგომ BarcaTV-სთან, ბრაზილიის ეროვნული ნაკრებისა და “ბარსელონას” მცველმა დანი ალვესმა, “ბარსა ბ”–ს მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ და “ბარსა ბ”–ს მოთამაშემ, ლიე სანჩეზმა მცირე კომენტარები გააკეთეს.
დანიელ ალვესი: “ეს არის ახალი პროექტი ბევრ ახალგაზრდა ფეხბურთელთან ერთად. ამ მატჩში ორივე გუნდმა კარგად ითამაშა. ჩვენ ერთმანეთს ნელ–ნელა ვეწყობით და ვფიქრობ, რომ მანო მენესესი სწორ გზაზე დაგვაყენებს.”
ლუის ენრიკე: “ეს იყო ძალიან საინტერესო ტესტი ჩვენი ფეხბურთელებისთვის. ამ მატჩმა ახალგაზრდებს მეტი გამოცდილება შესძინა.”
” “სეგუნდა დივიზიონის” მეორე მატჩი ძალიან კარგად ჩავატარეთ, მაგრამ შესაძლოა შემდეგი ძალიან ადვილად დავთმოთ. ასე, რომ ჩვენ აღებული კურსი უნდა შევინარჩუნოთ და ყველაფერი ბოლომდე მივიყვანოთ.”
ლიე სანჩეზი: “ძალიან პოზიტიური მატჩი იყო. ჩვენ ბევრი შეცდომა დავუშვით, მაგრამ ისიც უნდა გავითვალისწინოთ, თუ ვინ იყო ჩვენი მოწინაამღდეგე.”

დანი ალვეში: “ორივე გუნდმა კარგად ითამაშა”
წყარო: fcbarcelona.cat
ითამაშე პროგნოზების ლიგა!
გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.


