22 ნოემბერს “ბარსელონა” სანაკრებო პაუზის შემდეგ პირველ მატჩს ჩაატარებს. კატალონიელები ლა ლიგის მე-13 ტურში “ვილიარეალს” “სპოტიფაი კამპ ნოუზე” უმასპინძლებენ.
ბოლო წლებში “ვილიარეალი” კატალონიელებისთვის განსაკუთრებით რთულ მეტოქედ იქცა. გუნდმა ამ მოწინააღმდეგესთან ბოლო 5 შეხვედრიდან 2 წააგო. შედარებისთვის, მანამდე ჩატარებულ 29 მატჩში “ბარსელონას” მხოლოდ ერთი მარცხი ჰქონდა – 22 გამარჯვებისა და 6 ფრის ფონზე.
კიდევ უფრო საყურადღებოა საშინაო მატჩების სტატისტიკა. “ბარსელონამ” “ვილიარეალთან” საკუთარ მოედანზე გამართული ბოლო 5 შეხვედრიდან 3 წააგო. 2021/22 წლების სეზონიდან მოყოლებული, ლა ლიგაში კატალონიელთა სტადიონზე ამდენი გამარჯვება მხოლოდ “ვილიარეალმა” და “რეალ მადრიდმა” მოიპოვეს.
თუმცა მომავალი შეხვედრის წინ პრობლემები თავად “ვილიარეალსაც” აქვს. კასტელონის წარმომადგენლები სეზონს არასტაბილურად ატარებენ და ზაფხულში განხორციელებულმა სამწვრთნელო ცვლილებამ ჯერჯერობით სასურველი შედეგი ვერ გამოიღო.
ინიგო პერესის ხელმძღვანელობით “ვილიარეალი” ლა ლიგის სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს, ჩემპიონთა ლიგის საერთო ეტაპზე კი 28-ე პოზიციაზეა.
გუნდს არც სტუმრად აქვს დამაჯერებელი შედეგები. მიმდინარე სეზონში ლა ლიგის ეგიდით ჩატარებული 8 გასვლითი შეხვედრიდან “ვილიარეალმა” მხოლოდ 2 მოიგო.
ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში “ვილიარეალთან” დაპირისპირება “ბარსელონასთვის” საკმაოდ რთულია, ჰანსი ფლიკის გუნდს მეტოქის არასტაბილური ფორმის გამოყენებისა და საშინაო შეხვედრაში სამი ქულის მოპოვების კარგი შესაძლებლობა ექნება.




საშიშია ვილიარეალი, განსაკუთრებით მიქაუტაძე! რაც მაგან გოლები გაიტანა ნაკრებში ამ ბოლო ხუთ თამაშში😂 ბედი ჩვენი რომ მექვაბიშვილი ანზორაც ვილიარეალში არაა თორემ შანსი არ გვექნებოდა მაგ დუეტის წინააღმდეგ 🤦
ეს oussame ვინ არის ტიკ ტოკზე ვნახე ბარაელონას სასტავში იამალს გავს ან ნეიმარს😉😃😃 ვერ ვნახე ვერსად არადა ბევრი გამომწერი ყავს და გუგლეში არაგდებს
მოსაგებია უეჭველი
ნუ ძაბავ ადმინ, მოვიგებთ.