მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დანი ოლმომ ვარჯიში ნაწილობრივ განაახლა

დანი ოლმომ ვარჯიში ნაწილობრივ განაახლა

მოკლედ
დანი ოლმომ ტრავმის შემდეგ თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშის პირველი ნაწილი ჩაატარა. ბარსელონა 22 ნოემბერს ვილიარეალს დაუპირისპირდება და ესპანელი ნახევარმცველის დაბრუნების შანსი იზრდება.

“ბარსელონას” ნახევარმცველმა დანი ოლმომ ტრავმის შემდეგ გუნდთან ერთად ვარჯიში ნაწილობრივ განაახლა. კლუბის ოფიციალური ინფორმაციით, 16 ნოემბერს ფეხბურთელმა საერთო ვარჯიშის საწყისი ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა.

ოლმომ მარცხენა ბარძაყის მომზიდველი კუნთი 20 ოქტომბერს, “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩში, მეტოქესთან შეჯახების შედეგად დაიზიანა. მაშინ კლუბმა მისი გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ერთი თვე განსაზღვრა.

ესპანელი ნახევარმცველის საერთო ვარჯიშზე დაბრუნება დადებითი სიახლეა, თუმცა “ბარსელონას” მისი სრულად გამოჯანმრთელება ჯერ არ დაუდასტურებია.

ჰანსი ფლიკის გუნდმა სანაკრებო პაუზის დროს ხუთდღიანი შესვენების შემდეგ “ჟოან გამპერის” სპორტულ ბაზაზე მუშაობა განაახლა. ვარჯიშში მონაწილეობდნენ ძირითადი გუნდის ხელმისაწვდომი ფეხბურთელები და “ბარსა ატლეტიკის” მეკარე მაქს ბონფილი. ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები გუნდს ჯერ არ დაბრუნებიან.

“ბარსელონა” მომდევნო მატჩს კვირას, 22 ნოემბერს, “ვილიარეალის” წინააღმდეგ ჩაატარებს. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

კატალონიელები სამშაბათსაც ივარჯიშებენ, ოთხშაბათს დაისვენებენ, ხოლო ხუთშაბათისთვის ფლიკი ნაკრებებიდან ყველა ფეხბურთელის დაბრუნებას ელოდება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი