ტერ შტეგენის თანაგუნდელი, ალვარო დომინგესი მიიჩნევს, რომ ახალგაზრდა გერმანელი მეკარე “ბარსელონას” კარგად მოერგება.
“ბარსას” მხრიდან ტერ შტეგენის შეძენა სწორი არჩევანია. ის დიდებული მეკარეა, ერთ-ერთი საუკეთესო გერმანიაში. მისი ასაკიც დიდი ფაქტორია. მარკ-ანდრე არის ახალგაზრდა მეკარე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს. ის “ბარსაში” ადაპტაციას მარტივად გაივლის.”
“მიუხედავად ასაკისა, ტერ შტეგენი საკმაოდ ძლიერია იმისთვის, რათა “ბარსელონაში” ითამაშოს. მას ზეწოლასთან გამკვლავება შეუძლია. ის ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერია, მიუხედავად იმისა, რომ ასაკით პატარაა. ტერ შტეგენი ძალიან მშვიდი ადამიანია, კონცენტრირებულია ფეხბურთზე და კარგად ვარჯიშობს. ერთმანეთს ესპანურად ხუმრობები გავუზიარეთ, მას ცოტა უკვე ვასწავლე.”
“ატლეტიკოს” უნდა სჯეროდეს, რომ ლა ლიგაში ძალიან კარგი შედეგის დაფიქსირება შეუძლია. ნახევარი სეზონი გავიდა, ისინი კი ერთ-ერთი საუკეთესოები არიან ევროპაში.
მესის საკმაოდ დიდი შესვენება ჰქონდა. წინასწარ რამის თქმა რთულია. შესაძლოა, ის “ატლეტიკოსთან” გამოვიდეს და ჰეთ-ტრიკი შეასრულოს.“-განაცხადა დომინგესმა.

