ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანჩელოტიმ ბარსელონასა და რეალ მადრიდს მიმართა: ფეხბურთელების ჯანმრთელობა პრიორიტეტია

ანჩელოტიმ ბარსელონასა და რეალ მადრიდს მიმართა: ფეხბურთელების ჯანმრთელობა პრიორიტეტია

მოკლედ
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ "ბარსელონა" და "რეალ მადრიდი" დაარწმუნა, რომ რაფინიასა და ვინისიუს ჟუნიორის ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება. იტალიელმა სპეციალისტმა ფეხბურთელების სათამაშო დროის კონტროლსა და ნაკრების განახლების პროცესზეც ისაუბრა.

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ევროპულ კლუბებს, მათ შორის “ბარსელონასა” და “რეალ მადრიდს”, მიმართა და დაარწმუნა, რომ სანაკრებო მატჩების დროს ფეხბურთელების ჯანმრთელობა მთავარი პრიორიტეტი იქნება.

როგორც Mundo Deportivo სააგენტო EFE-ზე დაყრდნობით წერს, იტალიელმა სპეციალისტმა ეს განცხადება იაპონიასთან ამხანაგური მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მისი სიტყვები იმ კლუბების შეშფოთებას უკავშირდება, რომელთა ფეხბურთელებიც, მათ შორის რაფინია და ვინისიუს ჟუნიორი, აზიაში დაგეგმილ შეხვედრებში მონაწილეობენ.

“ფეხბურთელის ჯანმრთელობა ყოველთვის პრიორიტეტულია. თუ ის 100%-ით მზადაა, ვარჯიშობს. თუ 100%-ით მზადაა, თამაშობს. ამასთან, ვაკონტროლებთ, რამდენ წუთს ატარებს მოედანზე.

კლუბებს შეუძლიათ, ნაკრებთან დაკავშირებით მშვიდად იყვნენ. ყველასთვის მთავარი ფეხბურთელის ჯანმრთელობაა. ყოველთვის გვსურს, მოთამაშეები კლუბებში სათამაშოდ მზად და ტრავმების გარეშე დაბრუნდნენ”, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბრაზილიის ნაკრების თავკაცმა აღნიშნა, რომ სამწვრთნელო შტაბი ყურადღებით აკვირდება ფეხბურთელების ფიზიკურ მდგომარეობას და მათი დატვირთვის შესახებ საჭირო ინფორმაციას ფლობს.

ბრაზილია 14 ნოემბერს იაპონიას დაუპირისპირდება, ხოლო 17 ნოემბერს სინგაპურს შეხვდება. ორივე მატჩი სინგაპურის ეროვნულ სტადიონზე გაიმართება.

შეხვედრები თბილისის დროით, შესაბამისად, 14:15 და 14:00 საათზე დაიწყება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 13 ნოე 2026, 19:23

    შე შლანგო რაფინიას თუ კიდე რამე მოუვიდა და დაგკიდებთ წარბებით