“ბარსელონამ” ლა ლიგის მე-12 ტურში “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩისთვის ოფიციალური განაცხადი გამოაქვეყნა. ჰანსი ფლიკმა მადრიდში გასამგზავრებლად 23 ფეხბურთელი შეარჩია.
კატალონიელებისთვის მთავარი სიახლე ერიკ გარსიასა და ანდრეას კრისტენსენის დაბრუნებაა. ორივე მცველმა ტრავმა მოიშუშა და თამაშის ნებართვა მიიღო. ერიკმა დაზიანების გამო ბოლო 4 მატჩი გამოტოვა, კრისტენსენმა კი – 6.
მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” საკადრო პრობლემები კვლავ აქვს. “ატლეტიკოსთან” შეხვედრას ჟიულ კუნდე, დანი ოლმო, ჩავი ესპარტი და როდრი გამოტოვებენ.
“ბარსელონას” სრული განაცხადი:
ჟოან გარსია, ვოიცეხ შჩესნი, დომინიკ ლივაკოვიჩი, ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე, ბრიან ფარინიასი, პაუ კუბარსი, გავი, ფერმინ ლოპესი, პედრი, გაბრიელ ჟეზუსი, ლამინ იამალი, რაფინია, კარიმ ადეიემი, ანდრეას კრისტენსენი, ენტონი გორდონი, ჟერარ მარტინი, ფრენკი დე იონგი, მარკ ბერნალი, ერიკ გარსია, ჰამზა აბდელკარიმი, ებრიმა ტუნკარა და ალექს კამპოსი.




forum კომენტარები (0)