workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ატლეტიკო

ატლეტიკო ლოგო
--:--
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ჰანსი ფლიკი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

ჰანსი ფლიკი ატლეტიკოსთან მატჩის წინ

calendar_month მატჩის დრო: 8 ნოემბერი, 23:55
bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკმა "ატლეტიკოსთან" მატჩამდე ერიკ გარსიასა და ანდრეას კრისტენსენის დაბრუნება დაადასტურა, როდრის შესაძლო შემცვლელებზე ისაუბრა და რამდენიმე ფეხბურთელის მდგომარეობა შეაფასა.

ჰანსი ფლიკმა “ატლეტიკოსთან” გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა გუნდის საკადრო მდგომარეობაზე, როდრის ტრავმასა და მის შესაძლო შემცვლელებზე ისაუბრა.

“ატლეტიკოსთან” მატჩსა და ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე

“ყველა მატჩი მნიშვნელოვანია. ლა ლიგაში სამი-ოთხი შესანიშნავი გუნდია, რომლებიც სატურნირო ცხრილში ერთმანეთთან ახლოს არიან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია “ატლეტიკოს” მადრიდში დამარცხება. ეს ჩვენი მიზანია და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. სეზონის დასრულებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი. მეტოქე შესანიშნავი გუნდია, რომელსაც ბრწყინვალე მწვრთნელი ჰყავს. რთული შეხვედრა გველის”.

ფლიკს გასულ სეზონში “ატლეტიკოსთან” განცდილი მარცხებიც შეახსენეს, თუმცა გერმანელმა სპეციალისტმა წარსულზე ყურადღების გამახვილება არ ისურვა.

“ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და ჩემთვის მნიშვნელოვანი აღარ არის. მთავარია, რა მოხდება ხვალ. შესანიშნავ გუნდს ვეთამაშებით. გვინდა გავიმარჯვოთ, რათა სანაკრებო პაუზაზე პირველ ადგილზე გავიდეთ. ბევრი ვიშრომეთ და ჩვენი ძლიერი მხარეების წარმოჩენა გვსურს”.

ერიკ გარსიასა და კრისტენსენის დაბრუნებაზე

“ორივე ხვალინდელ განაცხადში იქნება. ერიკს სასტარტო შემადგენლობაში თამაშიც შეუძლია, მაგრამ საბოლოოდ ხვალ ვნახავთ”.

როდრის შემცვლელსა და დე იონგის შესაძლებლობებზე

“ჯერ არ გადამიწყვეტია, იქნება თუ არა ფრენკი ძირითად შემადგენლობაში. ასეთ საკითხებზე ღამით დაფიქრება კარგია. მისი შესაძლებლობები კარგად ვიცით, თუმცა ბერნალიც ძალიან მომწონს. მან ბოლო მატჩებში კარგად ითამაშა”.

ფლიკმა ფრენკი დე იონგისა და მარკ ბერნალის სათამაშო თვისებებიც შეადარა.

“ფრენკის რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია და მხოლოდ საყრდენი ნახევარმცველის როლით არ შემოიფარგლება. ისინი ერთმანეთს ჰგვანან. ფრენკის მეტი გამოცდილება აქვს, მაგრამ ბურთთან ორივე თავდაჯერებულია. ბერნალმა კარგად ითამაშა და იცის, მოედანზე სად უნდა იმყოფებოდეს. მისით ძალიან კმაყოფილი ვარ, ისევე როგორც ფრენკის დაბრუნებით. საუკეთესო სასტარტო შემადგენლობა უნდა შევარჩიოთ და გადაწყვეტილების მისაღებად ჯერ დრო გვაქვს”.

როდრის ტრავმასა და სათამაშო დროის განაწილებაზე

“ყოველთვის შეიძლება რაღაც უკეთ გააკეთო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფეხბურთელს ვესაუბრე და მის სათამაშო დროს ერთად ვმართავდით. გამოცდილი მოთამაშეა და ამ საკითხებზე ვთანხმდებოდით. მეტის გაკეთება არ შემეძლო. როდესაც შედეგს ხედავ, შეიძლება იფიქრო, რომ რაღაც სხვაგვარად უნდა გაგეკეთებინა, მაგრამ ეს უკვე წარსულია”.

ჟიულ კუნდეს მდგომარეობაზე

“ველოდით, რომ უფრო სწრაფად გამოჯანმრთელდებოდა, მაგრამ სიფრთხილე გვმართებს. მის მდგომარეობას უნდა დავაკვირდეთ. იმედი გვაქვს, სანაკრებო პაუზის შემდეგ ხელმისაწვდომი იქნება”.

ბრიან ფარინიასზე

“ამ პოზიციაზე, მარჯვენა მცველად, ადრე არასოდეს უთამაშია, თუმცა ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც შესანიშნავი ფეხბურთელია. მადლობა “ლა მასიას” იმისთვის, თუ როგორ ზრდის მოთამაშეებს და როგორი დამოკიდებულება აქვთ მათ. თავის ფლანგზე ლამინ იამალთან ერთად ძალიან კარგად მოქმედებს. ამ დონის მატჩში სათამაშოდ მზად არის. “ასტონ ვილასთან” უმაღლეს დონეზე ითამაშა და კვირასაც შეუძლია მოედანზე გასვლა”.

რაფინიას კონტრაქტის გახანგრძლივებაზე

“რაფინიას აღსაწერად სიტყვები არ მყოფნის. ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა როგორც კლუბისთვის, ისე თავად ფეხბურთელისთვის. მადლიერი ვარ, რომ კონტრაქტი გაახანგრძლივა. შესანიშნავი, მსოფლიო დონის მოთამაშე და ჩვენი კაპიტანია. ის კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია”.

ენტონი გორდონის თამაშზე

“ბურთთან ერთად გუნდს ძალიან ბევრს აძლევს. კარგად ინარჩუნებს ბურთს და შეცდომებს იშვიათად უშვებს. ვფიქრობ, მოედნის ბოლო მესამედში ცოტა უფრო ეგოისტი უნდა იყოს. ბოლო მატჩებში ძალიან კარგად ითამაშა და მოუმატა. მისი ასპარეზობით კმაყოფილი ვარ”.

ხულიან ალვარესზე

“ხულიანი შესანიშნავი ფეხბურთელია, მაგრამ “ატლეტიკოში” თამაშობს და მე საკუთარ გუნდზე უნდა გავამახვილო ყურადღება”.

ფლიკმა ასევე აღნიშნა, რომ სხვა გუნდების ფეხბურთელებზე საუბარი არ სურს და “ბარსელონას” შეტევაში არსებული არჩევანით კმაყოფილია.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 08 ნოე 2026, 12:39

    კაროჩე ამ თამასის წაგება არ შეიძლება

  • Nikabedinadze
    Nikabedinadze ვეტერანი
    schedule 08 ნოე 2026, 08:40

    კრისტენსენის დაბრუნება მაინც ყველამ ვიცით რომ დროებითია🤦

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 07 ნოე 2026, 23:27

    სიტის ინერციისათვის საჭირო მარაგი ამოეწურა და დაეშვა დაღმართზე.
    ბურთის ფლობა 78 % ქონდა, მაგრამ მაინც წააგო 3:1.

    • Vakho77
      Vakho77 ახალბედა
      schedule 07 ნოე 2026, 23:48

      საერთოდ არ არიან ფორმაში,ჰალანდიც ვერაა რაღაც,მარესკას მწვრთნელობა არ გაიშვას,უნდა მოვგუდოთ კამპნოუზე!