workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატებს შორის ბარსას 7 ქალი ფეხბურთელია

FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრების კანდიდატებს შორის ბარსას 7 ქალი ფეხბურთელია

bolt მოკლედ
FIFPRO-მ 2026 წლის ქალთა სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი დაასახელა. ყველაზე მეტი, 7 ფეხბურთელი "ბარსელონას" წარმოადგენს, ხოლო საბოლოო თერთმეტეული 9 ნოემბერს გამოვლინდება.

პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო გაერთიანება FIFPRO-მ 2026 წლის ქალთა სიმბოლური ნაკრების 26 კანდიდატი გამოაცხადა. ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ბარსელონას” ჰყავს, რომლის 7 ფეხბურთელიც წლის საუკეთესო თერთმეტეულში მოსახვედრად იბრძოლებს.

კანდიდატებს შორის არიან:

  • მეკარე: კატა კოლი;
  • მცველი: ირენე პარედესი;
  • ნახევარმცველები: აიტანა ბონმატი, პატრი გიხარო და ვიკი ლოპესი;
  • თავდამსხმელები: ევა პაიორი და კლაუდია პინა.

FIFPRO-ს წლის სიმბოლური ნაკრები მხოლოდ პროფესიონალი ფეხბურთელების ხმებით განისაზღვრება. წლევანდელ გამოკითხვაში მონაწილეობა მსოფლიოს 64 ქვეყნის 6 511-მა ფეხბურთელმა მიიღო.

კანდიდატების შერჩევისას გათვალისწინებული იყო 2025 წლის 4 აგვისტოდან 2026 წლის 16 აგვისტოს ჩათვლით ნაჩვენები შედეგები. ნომინაციაში მოსახვედრად ფეხბურთელს აღნიშნულ პერიოდში სულ მცირე 20 ოფიციალური მატჩი უნდა ჩაეტარებინა.

საბოლოო სიმბოლური ნაკრები 9 ნოემბერს გამოცხადდება. მასში მოხვდება ერთი მეკარე, სამი მცველი, სამი ნახევარმცველი, სამი თავდამსხმელი და კიდევ ერთი მოედნის ფეხბურთელი, რომელსაც დარჩენილ კანდიდატებს შორის ყველაზე მეტი ხმა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი