workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკის მე-100 გამარჯვება და ისტორიული რეკორდი

ჰანსი ფლიკის მე-100 გამარჯვება და ისტორიული რეკორდი

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკმა "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 გამარჯვება მოიპოვა. გერმანელ სპეციალისტს კლუბის ისტორიაში გამარჯვებების საუკეთესო პროცენტული მაჩვენებელი აქვს.

ჰანსი ფლიკმა “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მე-100 გამარჯვება იზეიმა. გერმანელმა სპეციალისტმა ამ ნიშნულს “ალავესთან” მოგებული მატჩის შემდეგ მიაღწია.

ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” 131 მატჩიდან 100 მოიგო, რაც 76.33%-ს შეადგენს. ეს კლუბის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია იმ მწვრთნელებს შორის, რომლებმაც გუნდი მინიმუმ 20 შეხვედრაში გაიყვანეს მოედანზე.

100 გამარჯვება 131 მატჩში

ჰანსი ფლიკი “ბარსელონას” ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც 100 გამარჯვებას ყველაზე სწრაფად მიაღწია.

ამ მხრივ რეკორდი ლუის ენრიკეს ეკუთვნის, რომელსაც მე-100 გამარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ 126 მატჩი დასჭირდა.

გამარჯვებების პროცენტული მაჩვენებლით კი ფლიკმა ლუის ენრიკესაც გადაასწრო. ესპანელი სპეციალისტის ანგარიშზე 181 მატჩში 138 გამარჯვებაა (76.24%), მაშინ როცა ფლიკის მაჩვენებელი 76.33%-ს შეადგენს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი