workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:55

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
ალავესი ლოგო

ალავესი

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბარსელონა – ალავესი | განაცხადი ცნობილია

ბარსელონა – ალავესი | განაცხადი ცნობილია

calendar_month მატჩის დრო: 31 ოქტომბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონა" "ალავესს" ექვსი ფეხბურთელის გარეშე დაუპირისპირდება. ჰანსი ფლიკმა დანაკლისის შესავსებად ახალგაზრდული გუნდის სამი მოთამაშე გამოიძახა, რომელთაგან ორს პირველ გუნდში ოფიციალური მატჩის განაცხადში მოხვედრის შესაძლებლობა პირველად მიეცა.

“ბარსელონა” დღეს, 31 ოქტომბერს, ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ალავესს” უმასპინძლებს. ჰანსი ფლიკის გუნდი “პარი სენ-ჟერმენთან” და “რეალ მადრიდთან” განცდილი მარცხების შემდეგ გამარჯვების მოპოვებასა და თავდაჯერების დაბრუნებას შეეცდება.

კატალონიელებს ამ შეხვედრაში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელი ვერ დაეხმარება. ანდრეას კრისტენსენი, ჟიულ კუნდე, ერიკ გარსია, დანი ოლმო, ჩავი ესპარტი და რუნი ბარდჯი კვლავ ლაზარეთში რჩებიან.

საკადრო პრობლემების გამო ფლიკმა “ბარსელონა ატლეტიკის” სამი ფეხბურთელი გამოიძახა.

ცენტრალური მცველი ალექს კამპოსი პირველ გუნდთან ერთად ვარჯიშს აგრძელებს და ზედიზედ მესამე მატჩის განაცხადში მოხვდა.

ერთ-ერთი სიახლე გილემ ვიქტორის გამოძახებაა. ჩავი ესპარტის ტრავმის შემდეგ ფლიკმა არჩევანი მრავალმხრივ მცველზე შეაჩერა, რომელსაც დაცვის რამდენიმე პოზიციაზე თამაში შეუძლია. სავარაუდოდ, ის სათადარიგოთა სკამზე ბრიან ფარინიასის შემცვლელი იქნება. თავად ფარინიასი კი სასტარტო შემადგენლობაში მარჯვენა მცველის პოზიციაზე მოიაზრება.

განაცხადში მოხვდა ებრიმა ტუნკარაც. გილემ ვიქტორის მსგავსად, ახალგაზრდა ფეხბურთელი პირველი გუნდის ოფიციალური მატჩისთვის პირველად გამოიძახეს.

ტუნკარა “ბარსელონას” აკადემიის ერთ-ერთ ყველაზე პერსპექტიულ მოთამაშედ მიიჩნევა. მან ფლიკის ხელმძღვანელობით წინასასეზონო მომზადებაც გაიარა და გერმანელი მწვრთნელის ყურადღება მიიპყრო. ამჯერად ებრიმა განაცხადში ტრავმირებული დანი ოლმოს ადგილს იკავებს.

ბარსელონას განაცხადი ალავესთან მატჩისთვის

მეკარეები: ჟოან გარსია, დომინიკ ლივაკოვიჩი, ვოიცეხ შჩესნი.

მცველები: ჟოაუ კანსელუ, ალეხანდრო ბალდე, პაუ კუბარსი, ჟერარ მარტინი, ალექს კამპოსი, გილემ ვიქტორი, ბრიან ფარინიასი.

ნახევარმცველები: გავი, ფერმინ ლოპესი, პედრი, როდრი, ფრენკი დე იონგი, მარკ ბერნალი, ებრიმა ტუნკარა.

თავდამსხმელები: გაბრიელ ჟეზუსი, ლამინ იამალი, რაფინია, კარიმ ადეიემი, ენტონი გორდონი, ჰამზა აბდელკარიმი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 31 ოქტ 2026, 18:57

    რეალის არ ვიცი მაგრად ატლეტიკო მაგარი ჩათლახურად მოგვზდევს 1 ფეხის დაცდენა და ვსიო ეგააა ჩამოვალთ მესამეზე მაგრამ სეზონი წინაა უბრალოდ ამ სანაკრებო პაუზებმა დატანჯა გუნდი რასაც ქვია.