“ბარსელონას” ფეხბურთელთა ნაწილი ჰანსი ფლიკის მიერ დაწესებული მკაცრი რეჟიმით უკმაყოფილოა. კატალონიური გამოცემა ARA-ს ჟურნალისტის, ხავი ერნანდეს ნავაროს ინფორმაციით, გუნდში განსაკუთრებით მწვავედ განიხილება მატჩების წინ სასტუმროებში ხანგრძლივი დროის გატარების აუცილებლობა.
ფეხბურთელები მიიჩნევენ, რომ გადატვირთული კალენდრის პირობებში სასტუმროებში დამატებითი საათების გატარება მათ დასვენებაში არ ეხმარება. პირიქით, ეს დაღლილობას ზრდის და ოჯახებთან ყოფნის შესაძლებლობას უზღუდავს.
გამოცემასთან საუბრისას “ბარსელონას” გასახდელიდან ერთ-ერთმა წყარომ აღნიშნა:
“ზოგჯერ სჯობს, ნაჩქარევად ივახშმო, ცოტა ხნით შვილები ნახო და საკუთარ საწოლში დაიძინო, თუნდაც ნაკლები საათით, ვიდრე კვირაში სამი მატჩის ჩატარებისას ხუთი ღამე სასტუმროში გაატარო”.
უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი 17 ოქტომბერს მომხდარი შემთხვევაც გახდა. “ბეტისთან” მატჩის შემდეგ “ბარსელონას” დელეგაცია ძლიერი წვიმის გამო სევილიიდან გამოფრენას ვერ ახერხებდა. ფეხბურთელებს სახლში დაბრუნება სურდათ და გუნდის კაპიტნები ფრენის მოლოდინში დარჩენას ითხოვდნენ, თუმცა ფლიკმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ გუნდს ღამე სევილიის სასტუმროში გაეთია.
გერმანელი სპეციალისტი ფეხბურთელების დასვენებასა და აღდგენას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. 2026 წლის დასაწყისში მან ძილის სპეციალისტი ანა უესტიც დაიქირავა, რომელიც მოთამაშეებს ძილის ხარისხის გაუმჯობესებაში ეხმარება.
თუმცა, ARA-ს ცნობით, ფეხბურთელები გაცილებით დადებითად იღებენ უშუალოდ ძილის ხარისხთან დაკავშირებულ რჩევებს, ვიდრე ისეთ მოთხოვნებს, რომლებიც ოჯახებთან გასატარებელ დროს უზღუდავთ.
მსგავსი საკითხი “ბარსელონაში” წარსულშიც აქტუალური იყო. კარლეს პუიოლი და ჩავი ერნანდესი თავის დროზე მატჩისწინა შეკრებების შემცირებას ითხოვდნენ. პეპ გვარდიოლა და ლუის ენრიკე მოთამაშეების მოთხოვნებს ითვალისწინებდნენ, ფლიკი კი ჯერჯერობით დათმობაზე არ მიდის.
თავად გერმანელი მწვრთნელი დარწმუნებულია, რომ დასვენების მკაცრი რეჟიმი აუცილებელია. “რეალ მადრიდთან” მარცხის შემდეგ მან ფეხბურთელებს კიდევ ერთხელ შეახსენა:
“უნდა მოვწყდეთ ყოველდღიურობას, ვიყოთ დასვენებულები, რათა საუკეთესო გადაწყვეტილებები მივიღოთ, კარგად ვიკვებოთ და გვეძინოს”.
ამრიგად, მიუხედავად ფეხბურთელთა ნაწილის უკმაყოფილებისა, ფლიკი ჯერჯერობით საკუთარი მიდგომების შეცვლას არ აპირებს.




დღეს ფატის დაბადების დღეა, წასულია, გაიყიდა აღარაა ჩვენი პრობლემა ამ წუთასაც კი ბარძაყის ტრავმა აქვს, მაგრამ ბევრისთვის სულ დარჩება როგორც “რა იქნებოდა რომ”, ბარსაში ბევრი ტალანტი მინახავს რომელიც სხვადასხვა მიზეზებით ვერ განვითარდა, ვერ ავიდა იმ დონეზე რასაც მისგან ველოდით, მაგრამ ჩემთვის ფატის კრახი ყველაზე სამწუხაროა, ახალი მესი გვყავდა ბოიანი როცა თვითონ მესიც ახალი იყო და მაგის ჩავარდნა ისე არ მწყენია, მაგრამ ახალი მესი იყო ფატი როცა მართლა დგებოდა ახალი მესის გამოძებნის საკითხი და ტრავმებმა მარტო ფიზიკურად კიარა მორალურადაც გაანადგურეს, ვერ უშველა ვერცერთმა მწვრთნელმა, ფლიკის ხელშიც კი ვერაფერი გამოუვიდა. არადა რა იქნებოდა რომ არ მიეღო ის უმძიმესი ტრავმები, იქნებ ახლა რაფინიას მაგივრად ეგ ირბენდა ფლანგიდან ცენტრისკენ😏
ხო იდღნაურეთ ეხლა და პახები გაიჭიმეთ