workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ფლიკმა ალავესთან მატჩისთვის დაცვის ახალი შემადგენლობა გამოსცადა

ფლიკმა ალავესთან მატჩისთვის დაცვის ახალი შემადგენლობა გამოსცადა

calendar_month მატჩის დრო: 31 ოქტომბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა "ალავესთან" მატჩის წინ ვარჯიშზე დაცვის უჩვეულო შემადგენლობა გამოსცადა. გერმანელი სპეციალისტი ცენტრალურ მცველად ფრენკი დე იონგის გამოყენებას განიხილავს, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში შესაძლოა ბრიან ფარინიასიც ვიხილოთ.

“ბარსელონა” “ალავესთან” მატჩს დაცვის ხაზში სერიოზული საკადრო პრობლემებით ხვდება. ჰანსი ფლიკს ერთდროულად ოთხი მცველი აკლია, რის გამოც გერმანელ სპეციალისტს უჩვეულო გადაწყვეტილებების მიღება უწევს.

ანდრეას კრისტენსენის ტრავმას ბოლო მატჩებში ჟიულ კუნდეს, ერიკ გარსიასა და ჩავი ესპარტის დაზიანებებიც დაემატა.

ფლიკი იმედოვნებდა, რომ “ალავესთან” მატჩისთვის კუნდე დაბრუნებას შეძლებდა, თუმცა ფრანგმა მარცხენა კოჭის დაზიანება ბოლომდე ვერ მოიშუშა და შეხვედრას გამოტოვებს.

როგორც Mundo Deportivo იტყობინება, პარასკევის ვარჯიშზე, მას შემდეგ, რაც ჟურნალისტებმა ტიტო ვილანოვას სახელობის მოედანი დატოვეს, ფლიკმა დაცვის სრულიად ახალი შემადგენლობა გამოსცადა.

გერმანელი სპეციალისტის მიერ გამოცდილი ვარიანტის მიხედვით, კარში ჟოან გარსია იდგა, ხოლო დაცვის ოთხეულს ბრიან ფარინიასი, პაუ კუბარსი, ფრენკი დე იონგი და ჟოაუ კანსელუ ქმნიდნენ.

ამ შემთხვევაში ფარინიასი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, კუბარსისა და დე იონგის წყვილი დაცვის ცენტრში იმოქმედებს, ხოლო კანსელუ მარცხენა ფლანგს დაიკავებს.

ასეთი გადაწყვეტილების შემთხვევაში ჟერარ მარტინი დაისვენებს, ალეხანდრო ბალდე კი კვლავ სათადარიგოთა სკამზე აღმოჩნდება. ესპანელმა მცველმა პსჟ-სა და “რეალ მადრიდის” წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა ფლიკმა მის შესახებ აღნიშნა, რომ თავდაჯერება აკლია.

ვარჯიშზე გამოცდილი შემადგენლობის დანარჩენი ნაწილი ასე გამოიყურებოდა: საყრდენი ნახევარმცველების პოზიციებზე როდრი და პედრი, შეტევის ფლანგებზე ლამინ იამალი და კარიმ ადეიემი, შემტევ ნახევარმცველად ფერმინ ლოპესი, ხოლო ცენტრალურ თავდამსხმელად რაფინია.

ჯერჯერობით უცნობია, რამდენად კმაყოფილი დარჩა ფლიკი ამ ექსპერიმენტით. შესაძლოა, გერმანელმა მწვრთნელმა “ალავესის” წინააღმდეგ სწორედ ეს შემადგენლობა გამოიყენოს, თუმცა გამორიცხული არ არის, უფრო ტრადიციულ დაცვას დაუბრუნდეს ან ძირითადი შემადგენლობის სხვა ფეხბურთელებიც დაასვენოს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 31 ოქტ 2026, 00:46

    ეგრე რა შე კაცო ათამაშე ახალგაზრდები ესეთ მატჩებში კადრები ისედაც გვაკლია ელემენტარული სტაბილურ სკამის მოთამაშეებად, რომ ჩამოყალიბდნენ აი ძირითადის სასტავი, რომ დაასვენონ ეგეც კი მაგრად წაგვადგება