workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ალავესის მსაჯი ცნობილია

ბარსელონა – ალავესის მსაჯი ცნობილია

calendar_month მატჩის დრო: 31 ოქტომბერი, 23:55
bolt მოკლედ
"ბარსელონასა" და "ალავესის" მატჩის მთავარ არბიტრად ადრიან კორდერო ვეგა დაინიშნა. მისი მსაჯობით ჩატარებულ ლა ლიგის 8 შეხვედრაში კატალონიელებს 6 გამარჯვება და 2 მარცხი აქვთ.

31 ოქტომბერს “ბარსელონა” ესპანეთის ჩემპიონატის მე-11 ტურში “ალავესს” უმასპინძლებს. “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართ შეხვედრას კანტაბრიელი არბიტრი ადრიან კორდერო ვეგა განსჯის, ხოლო VAR-ზე მადრიდელი ვალენტინ პისარო იმუშავებს.

კორდერო ვეგასთვის ეს მიმდინარე სეზონში ლა ლიგის მეოთხე მატჩი იქნება. აღსანიშნავია, რომ მას ამ სეზონში არც “ბარსელონას” და არც “ალავესის” შეხვედრა არ განუსჯია.

აქამდე 41 წლის არბიტრს ესპანეთის ჩემპიონატში “ბარსელონას” 8 მატჩი უმსაჯია. ამ შეხვედრებიდან კატალონიელებმა 6 მოიგეს და 2 წააგეს.

საინტერესოა, რომ “ბარსელონამ” კორდერო ვეგას მსაჯობით ბოლო შეხვედრა სწორედ მარცხით დაასრულა. ეს გასული სეზონის ბოლო ტურში მოხდა, როდესაც კატალონიელები “მესტალიაზე” “ვალენსიასთან” 1-3 დამარცხდნენ.

მეორე მარცხი 2024 წლის 30 ნოემბრით თარიღდება. მაშინ “ბარსელონამ” მონჟუიკის ოლიმპიურ სტადიონზე “ლას პალმასთან” 1-2 წააგო. იმ შეხვედრაში კორდერო ვეგამ პაუ კუბარსისა და პაუ ვიქტორის წინააღმდეგ თამაშის წესების დარღვევისთვის ორი აშკარა პენალტი არ დანიშნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ ლა ლიგაში “ბარსელონას” პირველი მატჩი კორდერო ვეგამ სწორედ “ალავესის” წინააღმდეგ განსაჯა. შეხვედრა “მენდიზოროსაზე” გაიმართა და კატალონიელთა გამარჯვებით, 2-0 დასრულდა.

რაც შეეხება “ალავესს”, კორდერო ვეგას ამ გუნდის 20 მატჩში უმსაჯია. ბასკურმა კლუბმა ამ შეხვედრებში 8 გამარჯვება მოიპოვა, 3-ჯერ ფრედ ითამაშა და 9-ჯერ დამარცხდა.

ბოლოს კორდერო ვეგამ “ალავესის” მატჩი გასული სეზონის 25-ე ტურში, 2026 წლის თებერვალში განსაჯა. მაშინ ბასკურმა გუნდმა საკუთარ მოედანზე “ჟირონასთან” ფრედ, 2-2 ითამაშა.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი