workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რაფინიამ ვარჯიში განაახლა

რაფინიამ ვარჯიში განაახლა

calendar_month მატჩის დრო: 17 ოქტომბერი, 20:30
bolt მოკლედ
სანაკრებო პაუზაზე მიღებული დაზიანების შემდეგ, რაფინია "ბარსელონას" საერთო ჯგუფურ ვარჯიშს დაუბრუნდა და სრული დატვირთვით პირველად მოემზადა. გუნდთან ერთად "ბარსა ატლეტიკის" ფეხბურთელმა ჰამზა აბდელკარიმმაც ივარჯიშა, ხოლო ანდრეას კრისტენსენმა და რუნი ბარდჯიმ სესია ტრავმების გამო გამოტოვეს.

ხუთშაბათს “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” გამართულ სავარჯიშო სესიაზე “ბარსელონასთვის” შესანიშნავი სიახლე დაფიქსირდა: რაფინია საერთო ჯგუფთან ერთად პირველად გამოჩნდა მას შემდეგ, რაც სანაკრებო შეკრებაზე მცირე დაზიანება მიიღო.

ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით გამართული ვარჯიში თბილისის დროით 13:00 საათზე დაიწყო და მასში პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომმა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. მათთან ერთად მოემზადა “ბარსა ატლეტიკის” შემტევი ჰამზა აბდელკარიმიც, ხოლო ანდრეას კრისტენსენი და რუნი ბარდჯი ტრავმების გამო ლაზარეთში რჩებიან.

მზადება სევილიური გასვლისთვის

პარასკევს “ბლაუგრანა” მორიგ სავარჯიშო სესიას გამართავს, რის შემდეგაც სევილიაში გაემგზავრება, სადაც შაბათს, ლა ლიგის მეცხრე ტურის ეგიდით, “ლა კარტუხაზე” “რეალ ბეტისს” დაუპირისპირდება.

პარასკევის განრიგი ასეთია:

  • 15:30 (თბილისის დროით): ჰანსი ფლიკის მატჩისწინა პრესკონფერენცია;
  • 17:30 (თბილისის დროით): სავარჯიშო სესიის დაწყება.

პრესკონფერენციისა და ვარჯიშის საწყისი წუთების პირდაპირი ტრანსლაცია ხელმისაწვდომი იქნება როგორც Barça Play-ზე, ისე კლუბის ოფიციალურ YouTube არხზე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 15 ოქტ 2026, 20:27
    #1

    რომელიღაცა გუნდის მამა დაბრუნდა და კაი დღე არ მოელის იმ გუნდს თურმე😈😂