workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჰანსი ფლიკი: ტიტულების ბედი მაისში წყდება

ჰანსი ფლიკი: ტიტულების ბედი მაისში წყდება

სტამბოლში “გალათასარაის” დამაჯერებელი დამარცხების შემდეგ (4-1), “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა თავისი ფეხბურთელების როლი განსაკუთრებულად დააფასა და მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე თამაშის საკვანძო ასპექტები შეაჯამა:

“შედეგით ძალიან კმაყოფილები ვართ. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ – მეტოქეს ერთი შანსი ჰქონდა და გაიტანა კიდეც, თუმცა თამაშის შემოტრიალება შევძელით, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი იყო”.

თვითკრიტიკა თითქმის იდეალურ თამაშში

ფლიკი კვლავ უმაღლესი სრულყოფილებისკენ ისწრაფვის და ხაზი გაუსვა იმ დეტალებს, სადაც გუნდს კიდევ მეტი სიზუსტე მართებს:

“ჩემპიონთა ლიგაზე, მაშინაც კი, როდესაც კარგად ვთამაშობთ, გარკვეულ სიტუაციებში შეტევის ბოლო მესამედში გადაწყვეტილებებს არასწორად ვიღებთ და ეს არის კომპონენტი, რომელიც აუცილებლად უნდა გავაუმჯობესოთ. თუმცა დღეს, ამ სტადიონზე, ამ ატმოსფეროში თამაში ნამდვილად არ იყო იოლი და ძალიან კმაყოფილი ვარ”.

ლამინ იამალის გენიალურობა და გუნდური ბალანსი

კითხვაზე ლამინ იამალის ბრწყინვალე მეორე ტაიმთან დაკავშირებით, გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა:

“დღეს მას გოლი არ გაუტანია, თუმცა სამ თუ ოთხ გოლში გადამწყვეტი პასი გააკეთა. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია და ჩვენთვის უდიდესი ძალაა. მატჩის მსვლელობისას ხანდახან ვერც კი ასწრებ სრულად აღიქვა, რა გააკეთა, მაგრამ როდესაც ლამინს ყოველდღიურ ვარჯიშებზე აკვირდები და ხედავ იქ შექმნილ სიტუაციებს, ზუსტად იგივეს აკეთებს თამაშშიც – ეს კი დაუჯერებელია.

ბედნიერი ვარ, რომ ჩემს გუნდში ასეთი ფეხბურთელია, თუმცა, ამავდროულად, სხვა პოზიციებზეც უმაღლესი დონის მოთამაშეები მყავს. თითოეულ რგოლში ბიჭები ბრწყინვალედ გამოიყურებიან. მესმის, რომ ყველა ლამინს უყურებს, რადგან ის ჩვენი ვარსკვლავია, მაგრამ ჩემთვის მთავარი საერთო წარმატებაა. მეორე ტაიმში მისი დახმარებით თამაში ფანტასტიკურად ვაკონტროლეთ, ხოლო ის, თუ როგორ ასრულებს ის ბოლო პასს, უბრალოდ გასაოცარია”.

“ტიტულები მაისსა და ივნისში მოიგება”

გუნდის ისტორიულ სერიასა (10-დან 10 მოგება) და ამბიციებზე საუბრისას ფლიკი მიწაზე მყარად დარჩენის აუცილებლობას უსვამს ხაზს:

“შესანიშნავ ფორმაში ვართ და შეგვიძლია ვიამაყოთ – ეს კარგია კლუბისთვის, გულშემატკივრებისთვის და გუნდისთვის. ეს თავდაჯერებულობა გვაქვს, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება ძალიან სწრაფად შეიცვალოს. ვამაყობთ ამ სიტუაციით, ბედნიერები ვართ და ვიცით, როგორ გვინდა თამაში, მაგრამ ჩვენი ამბიცია გაცილებით დიდია: ჩვენ გვინდა ტიტულების მოგება!

ახლა ვერაფერს მოიგებ. დიდი ტიტულები მაისსა და ივნისში წყდება და ჩვენ ყოველდღიურად სწორედ ამ საბოლოო მიზნისთვის ვმუშაობთ”.

შეფასებები ადეიემისა და გაბრიელ ჟეზუსის მისამართით

ფლიკმა შემტევი ხაზის სხვა მოთამაშეებზეც ისაუბრა:

  • კარიმ ადეიემი: “ის ძალიან სწრაფია, ბურთთან შესანიშნავად მუშაობს და გოლების გატანა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ დღეს თავი გამოიჩინა”.
  • გაბრიელ ჟეზუსი: “ის უმაღლეს დონეზეა, თუმცა მჯერა, რომ კიდევ უფრო მოუმატებს. მისით კმაყოფილი ვარ და ვაფასებ მის შრომას, მაგრამ მას გაცილებით მეტი პოტენციალი აქვს და ამას მომდევნო კვირებში აუცილებლად დაამტკიცებს”.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • riva
    riva ვეტერანი
    schedule 14 ოქტ 2026, 12:44
    #5

    მხოლოდ მე ვფიქრობ რომ ადეიმს გაცილებით მაღალი საგოლე ინსტიქტი აქვს ვიდრე გორდონს? ძალიან ბევრს მაზავს…

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 ოქტ 2026, 08:45
    #2

    იამალი შვილივით უყვარს, ფეისბუქზე ვნახე ვიდეო იამალს რო შორტებს უწევს ზემოთ, ბავშვს რო აცმევენ შარვალს ისე.

    • Mariami Kh
      Mariami Kh გულშემატკივარი
      schedule 14 ოქტ 2026, 09:50
      #3

      ბეტისთანაც არ იქნებაო