workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ჩემპიონთა ლიგა schedule 23:00

გალათასარაი

გალათასარაი ლოგო
1 - 4
ბარსელონა ლოგო

ბარსელონა

arrow_forward მატჩ-ცენტრი
ბატრაკოვი 28'sports_soccer
კანსელუ 43'sports_soccer ფერმინი 50'sports_soccer გორდონი 53'sports_soccer ადეიემი 65'sports_soccer
გალათასარაი – ბარსელონა: თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მატჩი

გალათასარაი – ბარსელონა: თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მატჩი

calendar_month მატჩის დრო: 13 ოქტომბერი, 23:00
bolt მოკლედ
"გალათასარაისა" და "ბარსელონას" ჩემპიონთა ლიგის დაპირისპირება თურქული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მატჩი გახდა. ბილეთების ფასმა 75 000 თურქულ ლირას (დაახლოებით 1 360 ევრო) მიაღწია, თუმცა 53 387-იანი "რამს პარკი" სრულად გაივსო. ბილეთების უკანონო გადაყიდვის ბრალდებით სტამბოლის პოლიციამ ცხრა პირი დააკავა.

აი, რას იწვევს ჰანსი ფლიკის “ბარსელონასთან” დაპირისპირება: ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის შეხვედრამ თურქული ფეხბურთის ისტორია მატჩის დაწყებამდე გადაწერა. თურქული მედიასაშუალებების, Sözcü-სა და Türkiye Today-ს ინფორმაციით, ბილეთების ფასმა 75 000 თურქულ ლირას (დაახლოებით 1 360 ევრო) მიაღწია, რითაც ეს თამაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო მოვლენად იქცა.

ასტრონომიული ფასების მიუხედავად, “გალათასარაის” გულშემატკივრებმა სტადიონი მყისიერად შეავსეს – გაყიდვაში ჩაშვებული ყველა ბილეთი სრულად ამოიწურა. ლეგენდარული თურქული “ჯოჯოხეთი”, “ალი სამი იენ რამს პარკი”, რომლის ოფიციალური ტევადობაც 53 387 მაყურებელია, “ბარსელონას” დასახვედრად სრული ანშლაგით ემზადება.

ბილეთების კატეგორიები: 51 ევროდან 1 360 ევრომდე

სტამბოლური კლუბის მიერ გამოცხადებული ფასები კატეგორიების მიხედვით ასე განაწილდა:

  • Deluxe კატეგორია: დაახლოებით 1 360 ევრო;
  • Lux კატეგორია: 1 223 ევრო;
  • Classic კატეგორია: 1 178 ევრო;
  • პირველი კატეგორია: დაახლოებით 906 ევრო;
  • საშუალო სექტორები: 815, 724, 634, 543, 453 და 407 ევრო;
  • ქვედა იარუსები: 272, 235 და 63 ევრო;
  • ყველაზე ხელმისაწვდომი ბილეთი: დაახლოებით 51 ევრო.

შავი ბაზარი და პოლიციის სპეცოპერაცია: ცხრა დაკავებული

უზარმაზარმა აჟიოტაჟმა მატჩი წმინდა სპორტულ ჩარჩოებს გააცილა და საქმეში სამართალდამცავების ჩარევაც გახდა საჭირო. როგორც სააგენტოები Anadolu Agency და Demirören News Agency იტყობინებიან, ბილეთების შავ ბაზარზე უკანონო გადაყიდვის აღსაკვეთად თურქეთის პოლიციამ ორშაბათს სტამბოლში მასშტაბური სპეცოპერაცია ჩაატარა.

გამოძიებისა და სათვალთვალო ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილები და მათი მისამართები დაადგინეს. რეიდის შედეგად ცხრა პირი დააკავეს და განყოფილებებში გადაიყვანეს. მატჩის დაწყებამდე დარჩენილ საათებში სტადიონზე შესასვლელი პერიმეტრის კონტროლი და უსაფრთხოების ზომები უმაღლეს დონეზეა აყვანილი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (4)

დატოვე კომენტარი

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 14 ოქტ 2026, 08:54
    #4

    თბილისში რო ბარსა-სევილიაზე, ყველა ბილეთი გაიყიდა ოფიციალურად და ადგილები რო ოხრად დარჩა, შეეტენათ გადამყიდველებს.

  • azulgerana
    azulgerana ლეგენდა
    schedule 13 ოქტ 2026, 23:55
    #2

    აზრზეე ხარ რა არის ბარსელონა? ჯერ მარტო ამიტო არის barcelona barcelona😍😍😍

  • me da barca
    me da barca ლეგენდა
    schedule 13 ოქტ 2026, 22:34
    #1

    რა ცუდია ამხელა თანხას გადაიხდი და შენი გუნდი მაინ, რომ წააგებს.

    • azulgerana
      azulgerana ლეგენდა
      schedule 13 ოქტ 2026, 23:56
      #3

      მან დიდიაში სუყველა მისულია ჟილკიანი და ლამაზი სანახაობისთვის წააგებს არ წააგებს ეგ არ აინტერესებს მთავარია გალათასარაი იციან რომ ბოლომდე იბრძოლებს დანარჩენიკი სილამაზეა ❤️