workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონა – ერთადერთი შეუჩერებელი გუნდი ევროპაში

ბარსელონა – ერთადერთი შეუჩერებელი გუნდი ევროპაში

bolt მოკლედ
ჰანსი ფლიკის "ბარსელონა" ერთადერთი ევროპული გრანდია, რომელსაც მიმდინარე სეზონში ყველა ოფიციალური მატჩი მოგებული აქვს (9-დან 9). გარდა უდანაკარგო სერიისა, კატალონიელები საოცარ შედეგიანობას აჩვენებენ - საშუალოდ 4.3 გოლი ერთ შეხვედრაში. ხვალ "ბლაუგრანას" ჩემპიონთა ლიგაზე "გალათასარაისთან" ურთულესი გასვლა ელის.

სამკვირიან სანაკრებო პაუზას “ბარსელონას” ფანტასტიკურ სათამაშო ფორმაზე ოდნავი უარყოფითი გავლენაც კი არ მოუხდენია. შაბათს “ხეტაფესთან” მოპოვებული დამაჯერებელი გამარჯვებით (3-0) გუნდმა დაადასტურა, რომ ლა ლიგის ერთპიროვნული და დაუმარცხებელი ლიდერია: რვიდან რვა მოგებით ჰანსი ფლიკმა ტატა მარტინოს 2013/14 წლების ისტორიული სასტარტო რეკორდი გაიმეორა.

თუ ამ რვა გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “ფეიენორდთან” განადგურებასაც (5-1) დავუმატებთ, “ბარსელონა” დღესდღეობით ერთადერთი გუნდია ევროპულ გრანდებს შორის, რომელსაც მიმდინარე სეზონში 100%-იანი მაჩვენებელი აქვს და ქულა საერთოდ არ დაუკარგავს.

ევროპული გრანდების ჩამორჩენა

კატალონიელთა შედეგთან ყველაზე ახლოს ენცო მარესკას “მანჩესტერ სიტია”, რომელსაც პრემიერ ლიგაში ექვსიდან ექვსი მოგება აქვს (მათ შორის “ენფილდზე” “ლივერპულის” 3-0 დამარცხება) და ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში “პორტუსაც” სძლია. თუმცა “ქალაქელები” სეზონის პირველივე ოფიციალურ შეხვედრაში, ინგლისის სუპერ თასის მატჩში “არსენალთან” 0-3 დამარცხდნენ.

ფლიკის გუნდის გიჟურ ტემპს ვერც სხვა ევროპული გიგანტები უძლებენ:

  • “ბაიერნი”: ბუნდესლიგაში სამი მოგება და ორი ფრე;
  • პსჟ: საფრანგეთის ჩემპიონატში სამი მოგება, ორი ფრე და ერთი წაგება;
  • “ინტერი”: სერია A-ში ხუთი მოგება და ერთი ფრე.

დაუოკებელი ლიდერი შეტევაში

გარდა იმისა, რომ “ბარსელონა” ერთადერთი უდანაკარგო გუნდია, კატალონიელებს შესაშური საგოლე მონაგარიც აქვთ. ლა ლიგის რვა შეხვედრაში გატანილი 34 გოლი და ჩემპიონთა ლიგაზე შეგდებული 5 ბურთი ნიშნავს, რომ “ბლაუგრანა” საშუალოდ ერთ მატჩში 4.3 გოლს იტანს!

შედარებისთვის, სხვა წამყვანი კლუბების საგოლე მაჩვენებლები ასე გამოიყურება:

  • “ბაიერნი” – 3.37 გოლი მატჩში;
  • “ინტერი” – 2.85 გოლი მატჩში;
  • “მანჩესტერ სიტი” – 2.12 გოლი მატჩში;
  • პსჟ – 1.62 გოლი მატჩში (რაც ლუის ენრიკეს გუნდისთვის წინა წლებთან შედარებით საგრძნობლად დაბალი მაჩვენებელია).

“ბარსელონა” ლა ლიგაში უპირობოდ დომინირებს და მთელ ევროპასაც აკანკალებს, სადაც 12-წლიანი პაუზის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის დაბრუნებას გეგმავს. “ფეიენორდის” განადგურების შემდეგ, ხვალ ჰანსი ფლიკის გუნდს “გალათასარაის” ცეცხლოვან სტადიონზე ურთულესი გასვლითი ბარიერის დაძლევა მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • barca75
    barca75 გულშემატკივარი
    schedule 12 ოქტ 2026, 13:45
    #2

    თუ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის მოგების ამბიციები აქვს გალათასაისნაირი მსგავსი ჭ კლასის გუნდების განადგურება სირთულეს არ უნდა წარმოადგენდეს

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 12 ოქტ 2026, 13:30
    #1

    ისე მგონია ორი დღის წინაც, და 5 დღის წინათაც იგივე წავიკითხე. რიცხვები იცვლება 5-6-7-8 და ასე შემდეგ. შემდეგ ტურში დაიწერება რო 9 მოგება და ეს უკვე რეკორდი იქნება, მერე ჩამოთვლა ვის მოვუგეთ, ანგარიშები იმ შეხვედრების შედარება ევროპულ კლუბებთან და ამას აზრიც აღარ ექნება. თუ დღეს უკვე ყველამ დაკარგა 100%-იანი შანსი გასაგებია, რომ შემდეგ ტურშიც ასე იქნება. დიდმა ტრაბახმა მოულოდნელი ვარდნაც შეიძლება გამოიწვიოს. მოდით ჯერ გადავხტეთ და ჰოპლა მერე დავიძახოთ, ეს კი გაზაფხულამდე არ მოხდება. მხოლოდ მეორე წრის მეორე ნახევარში შეიძლება თქმა რო ღაღაცის მოგების 99%-იანი შანსი გვაქვს და არასდროს 100%.
    შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ ძალიან არ მიყვარს ვიღაცის მოძახება, როგორ ტრაბახობდიო მითუმეტეს ვინმე მადრიდისტა ბავშვი.