workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ანჩელოტი რაფინიას არ დაასვენებს და 9 ნომერზე გამოსცდის

ანჩელოტი რაფინიას არ დაასვენებს და 9 ნომერზე გამოსცდის

bolt მოკლედ
კარლო ანჩელოტი ბრაზილიის ნაკრებში რაფინიას დასვენებას არ აპირებს - იტალიელი სპეციალისტი ჰანსი ფლიკის ტაქტიკის გამეორებას და სამშაბათს, ავსტრალიასთან მეორე ამხანაგურ შეხვედრაში მის ცხრიანის პოზიციაზე გამწესებას გეგმავს, რაც "ბარსელონაში" ფეხბურთელის გადაღლის გამო სერიოზულ შეშფოთებას იწვევს.

რაფინია ერთადერთი თავდამსხმელი იყო, რომელმაც პარასკევს ბრაზილიის ნაკრების უინტერესო ამხანაგურ შეხვედრაში ავსტრალიის წინააღმდეგ (1-1) სრულად ითამაშა. თუმცა კარლო ანჩელოტისთვის, რომელმაც “რეალ მადრიდში” მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ “სელესაოს” საჭე ჩაიბარა, ოკეანეთში მოგზაურობა უაღრესად სერიოზული საკითხია.

საქმე იქამდეც მივიდა, რომ იტალიელმა სპეციალისტმა “ბარსელონას” შემტევი თავის მთავარ საყრდენად აქცია, რაც კატალონიურ კლუბში დაგროვილი დაღლილობის გამო დიდ შეშფოთებას იწვევს. როგორც ჩანს, ანჩელოტი რაფინიას ამოსუნთქვის საშუალებას არც იმავე ავსტრალიასთან დაგეგმილ მეორე სპარინგში მისცემს: სამშაბათს, ბრისბენში გასამართი შეხვედრისთვის (თბილისის დროით 14:00 საათზე) ის ენდრიკის ნაცვლად რაფინიას ცხრიანის პოზიციაზე გამოსაყენებლად ამზადებს. ამგვარად, ანჩელოტი ჰანსი ფლიკის მიდგომას გაიმეორებს, რომელმაც ბრაზილიელი სეზონის სტარტიდან შეტევის ლიდერად აქცია და გამანადგურებელი შედეგიც მიიღო – რაფინიამ რვა შეხვედრაში 14 გოლი გაიტანა.

მაშინ, როცა თაუნსვილში “რეალ მადრიდის” ფეხბურთელებმა, ვინისიუსმა და ენდრიკმა მოედანი 65-ე წუთზე დატოვეს, ხოლო ესტევაო (“ჩელსი”) 76-ე წუთზე შეცვალეს, ანჩელოტიმ რაფინია შემტევი ნახევარმცველის როლში მატჩის ბოლომდე დატოვა. გადაწყვეტილებამ გაამართლა, რადგან სწორედ მის მიერ ჩამოწოდებულ კუთხურს მოჰყვა რაიანის მიერ 85-ე წუთზე გატანილი გოლი, რომელმაც გუნდი მარცხისგან იხსნა.

ბრაზილიური პრესის ცნობით, რაფინია, ვინისიუსი და ბრუნო გიმარაეში (“არსენალი”) ის ფეხბურთელები არიან, ვინც სასტარტო თერთმეტეულში ადგილს შეინარჩუნებენ. მსოფლიო ჩემპიონატზე ნორვეგიასთან მერვედფინალში განცდილი ფიასკოს შემდეგ კრიტიკის ქარცეცხლში მოქცეული ანჩელოტი, რომლის კონტრაქტიც ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციასთან 2030 წლამდეა გათვლილი, ავსტრალიასთან ფრის შემდეგ მკვეთრ რეაქციას ითხოვს.

ამას გარდა, შაბათს, 3 ოქტომბერს (თბილისის დროით 18:00 საათზე) კალკუტაში ინდოეთთან კიდევ ერთი ამხანაგური შეხვედრაა ჩანიშნული, სადაც რაფინია ადგილობრივი პუბლიკისთვის მთავარი აფიშა იქნება. ეს ყველაფერი კი “ბარსელონას” გულშემატკივრებში დიდ განგაშს იწვევს, რადგან წინ უმძიმესი ოქტომბერია – შეხვედრებით “ხეტაფესთან”, “გალათასარაისთან”, “ბეტისთან”, პსჟ-სა და “რეალ მადრიდთან”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (13)

  • nika 54
    nika 54 ლეგენდა
    schedule 28 სექ 2026, 15:50

    მოკლედ პერესისგან აქვს მითითება, რაფინიამ ელ კლასიკოში ვერ უნდა ითამაშოს.

  • KAIKHOSRO
    KAIKHOSRO გულშემატკივარი
    schedule 28 სექ 2026, 15:01

    ანჩელოტი შენი აკვანის გამრწევს შევე@ი რაფინიას არ დაემართოს რამე შე წარბ მო&@ნულო

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 28 სექ 2026, 05:06

    ნამადრიდალ მწვრთნელებს რაც უფრო მალე აეხევათ სახე, ის ჯობია

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 28 სექ 2026, 03:11

    შენ დედას შე@ეცი ანჩელოტი ყველაფერს იზავს რომ გატრავმოს ეს დედის წარბ …….

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 28 სექ 2026, 02:46

    კარლო მადრიდისტად რჩება, თუმცა სჯობს 9-იანზე იდგეს, ვიდრე ფლანგზე იპახაოს, მაგისთვის სარბენად ის უზრდელი პროვოკატორი შიმპანიძეც ეყოფა🐵🐒

  • PUIOL5
    PUIOL5 კულე
    schedule 28 სექ 2026, 00:19

    ამ ზანგებმა ევროპას დედამოუხნა რასაც ქვია, საფრანგეთი კაი, ნიდერლანდებიც, იტალიაც, მაგრამ გერმანიის ნაკრებში 7 ზანგი თუ იქნებოდა ძირითადში ვერ წამოვიდგენდი. იმიტომაც აქვთ დედა მოხნული

    • AFRO
      AFRO ახალბედა
      schedule 28 სექ 2026, 00:36

      სამწუხაროდ ვერც კლოპი ვერ უშველით ძაან ცუდი თაობა წამოუვიდა გერმანიასაც და იტალიასაც

  • lesane C
    lesane C ლეგენდა
    schedule 27 სექ 2026, 23:13

    სანამ ტრავმას არ აკიდებს არ მოისვენებს ეგ ბოზი

  • AFRO
    AFRO ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 22:42

    ხავიმ მოიგო და ლამაზად ითამაშა ჰოლანდიამ მიხარია მაგ კაცის წარმატება,რაც შეეხება ამ დედა სახნავ ანჩელოტის უნდა აუცილებლად რო რაფინია დატრავმოს რაც მაგან ანჩელოტის და რეალის დამართა გამწარებული არი.

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 21:22

    ყველას ასვენებს ამის გარდა აშკარად დატრავმა უნდა, იმას მაინც ვერ იაზრებს ტიპი, რომ მერე მთელ ბრაზილიას დაერხევა ამას რო რამე მოუვიდეს?!

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 27 სექ 2026, 22:03

      ბრაზილია სულ კიდია. მომავალ მსოფლიომდე ვერც მიატანს ტიპი. პროსტა ბარსა ეზიზღება და რაფას ტრამვას წურავს იქნებ მერე პერესმა რაიმე გზით მადლობა გადაუხადოს. მეზიზღება ეგ კევიღეჭია სლე კაცი

  • G.O.A.T
    G.O.A.T ახალბედა
    schedule 27 სექ 2026, 20:08

    Meti gamocda da dakvirveba rad unda tipi dafrinavs rasac qvia mashin pirvel taimi atamashos marto da mesame tamashi daasvenos saertod

  • La Pulga10
    La Pulga10 ვეტერანი
    schedule 27 სექ 2026, 20:06

    ხოდა მოვუტ*ან დედის წარბი