ჰანსი ფლიკის “ბარსელონა” გოლებთან რომ ასოცირდება, ეს პირველივე დღიდან ნათელი იყო. თუმცა 2026/27 წლების სეზონში ეს ჭეშმარიტება კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა: “ბლაუგრანამ” მიმდინარე სეზონის საწყის რვა ოფიციალურ შეხვედრაში მეტოქეთა კარში უკვე 36 ბურთი შეაგდო.
მეოთხე საუკეთესო საშუალო მაჩვენებელი ისტორიაში
მას შემდეგ, რაც გერმანელი სპეციალისტი კლუბში 2024/25 წლების სეზონში მოვიდა, “ბარსელონამ” 125 შეხვედრაში 354 გოლი გაიტანა, რაც მატჩში საშუალოდ 2.83 ბურთს შეადგენს. ამ შედეგით ფლიკი “ბარსელონას” ისტორიაში იმ მწვრთნელებს შორის, რომლებსაც გუნდისთვის მინიმუმ ამ რაოდენობის შეხვედრაში უხელმძღვანელიათ, მეოთხე ყველაზე შედეგიანი დამრიგებელია.
მასზე უკეთესი საშუალო მაჩვენებელი მხოლოდ სამ სპეციალისტს აქვს: ელენიო ერერას (2.89 გოლი მატჩში), ლუის ენრიკეს (2.87) და ფერდინანდ დაუჩიკს (2.86). ფლიკი ამჟამად უსწრებს ისეთ მწვრთნელებს, როგორებიც არიან პეპ გვარდიოლა (2.43) და ერნესტო ვალვერდე (2.32).
რაც შეეხება მიმდინარე სეზონის სტარტს, გუნდმა ყველა ტურნირზე უკვე 36-ჯერ აიღო მეტოქეთა კარი. ეს არის კლუბის საუკეთესო საგოლე მაჩვენებელი სეზონის საწყის რვა მატჩში 1935/36 წლების სეზონის შემდეგ. ამასთან, რვავე შეხვედრა გამარჯვებით დასრულდა, რამაც “ბარსელონას” ისტორიაში საუკეთესო სტარტი დააფიქსირა.
31 გოლი ჩემპიონატის შვიდ ტურში
ამ გოლებიდან 31 ლა ლიგის საწყის შვიდ ტურში გავიდა. “ბარსელონას” ისტორიაში ჩემპიონატის ამ მონაკვეთში ამდენი გოლი არასდროს გაუტანია. მეტიც, ეს ტურნირის მთელ ისტორიაში მეორე საუკეთესო შედეგია – რეკორდი “სევილიას” ეკუთვნის, რომელმაც 1940/41 წლების სეზონში შვიდ შეხვედრაში 40 ბურთი გაიტანა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ჰანსი ფლიკის ხელმძღვანელობით “ბარსელონამ” ხუთი ან მეტი გოლი უკვე 22 მატჩში შეაგდო. ბოლოს ეს ლა ლიგის მეექვსე ტურში “რასინგ სანტანდერთან” მოხდა, რომელიც კატალონიელებმა 7-2 მოიგეს.
გერმანელი სპეციალისტის მეთაურობით გუნდმა სხვა შთამბეჭდავი სერიებიც აჩვენა, მათ შორის ჩემპიონატში ზედიზედ 55 შეხვედრა მინიმუმ ერთი გატანილი გოლით და ყველა ტურნირზე ზედიზედ 53 მატჩი გატანილი ბურთით. ეს უკანასკნელი კლუბის ისტორიაში საუკეთესო საგოლე სერიაა, რომელიც 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის ნოემბრამდე დაფიქსირდა.
რამდენი ვიდეო დევს ნაჯახები-ბალერინების შეხვედრიდან. თურქი გიულერი აგდია მოედანზე და ტკივილისგან იკლაკნება გველივით, მაგრამ ყურადღება არავინ არ მიაქცია აბსოლუტურად და მერე წამებში დგება თიღქოს არაფერი და გვერდითა მსაჯთან მიდის და ჩივის. არც მანამდე აკლდათ, მაგრამ მოურინიოს სკოლა აშკარად დაეტყოთ. ნაჯახები და ოსკაროსნები. გულის ამრევია ორივე. 🤮
ზოგადად ეგ ორი გუნდი და ფეხბურთი სხვადასხვაა 😁, ერთნი მოედანზე ხიშტებით და ცულებით გადიან, ხოლო მეორენი ფურთხებით და ლანძღვა გინებით, ისევ ნეგრეირაზე საუბრობენ, ყველა ის წაგება რაც აქამდე განუცდიათ, მსაჯებზე და ნეგრეირაზე საუბრის გარეშე არ დასრულრბულა, არა და ყველაზე მძარცველი კლუბია ისტორიაში სახელი სამეფო კლუბი შეცდომით ქვია, 😁😁…კატლეტებს გამოვისვამთი წინასწარ ჭიხვინებდნენ თეთრები მატჩამდე…
მე მგონი ერთი და იგივეს იმეორებთ ზედიზედ, ორი ნიუსია. და კიდევ ენრიკეს მესი, ნეიმარი, სუარესი ყავდა და მაგ პერიოდთან ძალიან შორს ვართ, ნეიმარი რო არ გაქცეულიყო ერთ ლიგას კიდევ დადებდნენ მინიმუმ.