კარლეს ნავალს “ბარსელონას” პირველი გუნდის დელეგატის თანამდებობაზე 40 წელი შეუსრულდა. ეს შთამბეჭდავი იუბილე ოთხშაბათს, სანტანდერის “რასინგთან” შეხვედრის დაწყებამდე, “სპოტიფაი კამპ ნოუზე” შეკრებილმა “ბარსას” მთელმა საზოგადოებამ ერთსულოვნად აღნიშნა.
კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ, სპორტულმა დირექტორმა დეკუმ და მთავარმა მწვრთნელმა ჰანსი ფლიკმა ნავალს საზეიმოდ სამახსოვრო დაფა გადასცეს. ამის შემდეგ მოედანზე პირველი გუნდის კაპიტნები გამოვიდნენ, რომლებმაც მადლიერებისა და სიყვარულის ნიშნად მას ყველა ფეხბურთელის მიერ ხელმოწერილი მაისური უსახსოვრეს. ემოციური დაფასება ოჯახის წევრებთან ერთად გადაღებული სამახსოვრო საერთო ფოტოთი დასრულდა.
71 წლის კარლეს ნავალი “ბარსელონას” ჯერ კიდევ 1972 წელს (54 წელზე მეტი ხნის წინ) შეუერთდა, პირველი გუნდის დელეგატად მუშაობა კი 1986/87 წლების სეზონში დაიწყო. მას შემდეგ მან უამრავ მწვრთნელთან და ფეხბურთელთან ერთად იმუშავა და “ბლაუგრანას” ნამდვილ სიმბოლოდ ჩამოყალიბდა.
ოთხი ათწლეული გუნდის გვერდით, ერთიანი გასახდელი, ემოციები და მომენტები, რომლებმაც კლუბის ისტორია შექმნა – ნავალი დღემდე “ბარსელონას” გასახდელის უცვლელ და საკვანძო ფიგურად რჩება.




Barcelona FC -ს სიმბოლოა კარლეს ნავალი ❤️
ბუნჩულა, სათნო ბაბუ, ბარსას სიმბოლო. დარწმუნებული ვარ ყველას ეყვარება, დადებით აურას აფრქვევს.
სევილიამ ატლეტიკოსთან წააგო სახლში პირველ ტაიმში 0:3 იყო და როგორ დავიჯერო რომ ჩვენ ვერ მოვუგებთ სადაც ეს ჩოლოს ავტობუსი იგებდა 0:3 🤔🤔🤔 ხოდა კიდე იმედია ჩოლო ჩაუდებს ჩმოურინიოს როგორც ოსასუნას უქნა ეგრე😄😄😄😄
გუშინწინ სევილიამ სტუმრად მოუგო დეპორტივოს 1-0. მანამდე ვალენსიას მოუგო სახლში იქაც 1-0 უფრო ადრე ესპანიოლთან 1-1, ხო მე-3 ტურში წაუგია ატლეტიკოსთან 1-3. მე-2 ტურში ატლეტიკისთვის მოუგია სტუმრად 3-1 და პირველ ტურში ვალეკანოსთვის მოუგია 2-1. მოკლედ 3-4 ადგილს იყოფს ატლეტიკოსთან 13 ქულით. 6 თამაშში 4 მოგება, 1 ფრე, 1 წაგება. არ ყოფილა მთლად წყალწაღებული ფრთხილად უნდა ვიყოთ და შჩესნი გადავმალოთ სადმე.
ჰო მაგრამ მანდ გაძევებულებზე მოუგო იქ პენლებით ანუ გაუმართლა თუმცა სევილიაში იოლი მაიმც არასდროს ყოფილა თამაში
უსაყვარლესი კაციაა, რაც ბარსათი მოვიწამლე 2004 წლის მერე სულ ჩვენს გვერდითაა ❤️❤️❤️