“ოქროს ბურთის” 2026 წლის გამარჯვებულები ოფიციალურად 26 ოქტომბერს, ლონდონში გამოვლინდებიან, თუმცა დღეს France Football-მა სხვადასხვა კატეგორიის ნომინანტთა სიები ოფიციალურად გაასაჯაროვა.
ერთ-ერთი მთავარი ინტრიგა წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ჯილდოს – კოპას ჯილდოს (Kopa Trophy) უკავშირდება. 10-კაციან სიაში “ბარსელონას” ორი ფეხბურთელი მოხვდა: ლამინ იამალი და პაუ კუბარსი.
ლამინ იამალმა, რომელიც ამავდროულად წლის საუკეთესო ფეხბურთელის მთავარ “ოქროს ბურთზეცაა” ნომინირებული, აღნიშნული ჯილდო უკვე ორჯერ – 2024 და 2025 წლებში მოიგო. 19 წლის ესპანელ გარემარბთან ერთად, დაცვის ცენტრში საიმედო თამაშით სიაში სრულიად დამსახურებულად მოხვდა პაუ კუბარსიც.
კოპას ჯილდოს 10 ნომინანტი:
- ლამინ იამალი (“ბარსელონა”)
- პაუ კუბარსი (“ბარსელონა”)
- კერიმ ალაიბეგოვიჩი (“იუვენტუსი”)
- აიუბ ბუადი (“მანჩესტერ სიტი”)
- იან დიომანდე (“რეალ მადრიდი”)
- ლენარტ კარლი (“ბაიერნი”)
- ელი ჟუნიორ კრუპი (“ბორნმუთი”)
- იოჰან მანზამბი (“ასტონ ვილა”)
- იბრაჰიმ მაზა (“ბაიერ ლევერკუზენი”)
- უორენ ზაირ-ემრი (პსჟ)
იამალი მგონია, ასე თუ ისე დღესაც ხო აკვირდებიან კანდიდატებს და მე მგონი ლამინი მხეცია.
იამალმა ორჯერ მოიგო უკვე და ჩემი აზრით ახლა კუბარსის ჯერია ისეთი მსოფლიო დადო.
კუბარსამ ისეთი მსოფლიო დადო უკონკურენტოა.